ამონარიდები ჩარლზ დიკენსის რომანიდან – „ოლივერ ტვისტი”
„თითოეულ ჩვენგანს ძალიან ბევრი რამ ებოძა, რისთვისაც მადლიერი უნდა იყოს. ძალიან ბევრი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ შეგვიგნია!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ისეთი წიგნებიც არის, რომელთა ერთადერთი ღირსება ყუა და ყდაა”.
* * *
„საკუთარი განცდების ხმამაღლა გამოხატვა სახიფათოა”.
* * *
„თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შეგრძნება გონიერ ადამიანებს ახასიათებთ”.
* * *
„იმისათვის, რომ დიადი სიკეთე ქმნათ, უფლება გაქვთ, მცირედი ბოროტება ჩაიდინოთ და შეგიძლიათ მიმართოთ ნებისმიერ საშუალებას, რომელთა გამართლება შესაძლებელია თქვენ მიერ დასახული მიზნით”.
* * *
„ქალებს ძალიან ცუდი თვისება აქვთ, რაღაც სისულელეზე დიდი ხნით მოვიწყებული გრძნობა ახსენდებათ, მაგრამ კარგი ის არის, რომ მალევე ავიწყდებათ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ღამით ძალიან ციოდა. მიწა თოვლს დაეფარა, რომელიც ახლა ყინულის ქერქად ქცეულიყო; მოთარეშე ქარი შესახვევებსა და ჩიხებში შემორჩენილ თოვლის გროვებს ისეთი სიშმაგით დაუვლიდა, თითქოსდა უხაროდა ასეთი ნადავლის ხელში მოგდება, თოვლს ღრუბლად აქცევდა, ატრიალებდა და ჰაერში ფანტავდა. სუსხლიანი, ბნელი, ცივი საღამო იდგა, რომელიც მაძღრებსა და თბილი საბინადროს მქონეთ აიძულებდა, ბუხართან მოკალათებულიყვნენ და ღმერთისათვის მადლობა შეეწირათ, რომ შინ არიან, ხოლო უსახლკარო, შიმშილისგან განაწამებ ღატაკებს – მიწაზე დაწოლილიყვნენ და სული ამოხდომოდათ. ასეთ საღამოებში ჩვენს ცარიელ ქუჩებში ბევრი მშიერი კვდება და როგორიც უნდა იყოს მათი დანაშაული, უფრო სასტიკი სამყაროს ხილვა ნამდვილად არ უწერიათ”.