ამონარიდები ლადო მრელაშვილის რომანიდან – „ყაბახი”
„ადამიანის სიავკაცემ რწმენა დამიკარგა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვისა აქვს უფლება ადამიანთა საკეთილდღეოდ შეეძლოს შექმნა რამესი და არ შექმნას იგი?”
* * *
„ – ჩემგან ეს გახსოვდეს: იყო დრო, როდესაც ძუნწი იხვეჭდა, ახლა მხოლოდ გულხელი იხვეჭს და თუ არ დათეს, ვერც მოიმკი”.
* * *
„უდედაკაცო ოჯახი იგივეა, რაც სახლი უსახურავოდ”.
* * *
„საერთოდ კამათში და მსჯელობაში ირკვევა ჭეშმარიტება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მშიშარა კაცის მონაგრებული არა მინახავს რა”.
* * *
„ – ჩვენ, ის ხალხი, რომელნიც ამ სიმაღლეზე ვსხედვართ და იქიდან განვაგებთ იმ ხალხის ბედ-იღბალს, რომელთაც აგვირჩიეს და აქ, ამ სიმაღლეზე დაგვსხეს… უფლება არა გვაქვს პირადს, ეგრეთ წოდებულ „ავტორიტეტს” ვანაცვალოთ საქმე, რომელიც ეხება ადამიანებს, რომელნიც ჩვენ შემოგვცქერიან, ჩვენგან იღებენ მაგალითს და ჩვენს პატიოსნებასა და სამართლიანობაზე არიან სრულიად მონდობილნი”.
* * *
„სოფლის ყბაში ჩავარდნას ვეშაპის ყბაში ჩავრდნა გერჩიოს”.
* * *
„პენსიონერის სარბიელი გრილი ბაღი, დომინო და ჭადრაკის დაფაა”.
* * *
„ავკაცობის იარლიყი ყველა სასჯელზე უმძიმესია”. – (ავტორი გენია.ჯი)