ამონარიდები ვიქტორ ჰიუგოს რომანიდან – „პარიზის ღვითისმშობლის ტაძარი”
„ – აბა ერთი ახლოს მოდი, ერთი სცადე ჩემი ქალიშვილის წართმევა! რაო, არ გესმის, რომ დედაკაცი გეუბნება, ჩემი ქალიშვილიაო? იცი კი, რას ნიშნავს შვილი? ჰეი, შენ, მგელო! აფთარო! არასოდეს გაგიტარებია ღამე ძუ-მგელთან? ნუთუ არასოდეს არ გყოლია მგლის ლეკვი, არასოდეს გყოლია პატარები და თუ გყოლია, როდესაც ისინი ყმუიან, ნუთუ გულმუცელი არ გადმოგტრიალებია?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველგან და ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც ყველაფერი უნახავს”.
* * *
„დღის შუქი ყველასათვის არის”.
* * *
„ყოველი ცუდი აზრი შეუწყნარებელია”.
* * *
„არის წუთები, როდესაც ქალის ხელებს ზეკაცური ღონე აღმოაჩნდება”.
* * *
„ხორცის ცთუნება სახიფათო და ვერაგია”.
* * *
„ყველამ იცის, ვინც ერთხელ დათვზე შემჯდარა, აღარაფრის ეშინია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – როდესაც ბოროტებას სჩადი, იგი ბოლომდე უნდა მიიყვანო, უგუნურებაა საზარელ საქმეში შუა გზაზე შეჩერება. უკიდურეს დანაშაულში შმაგი სიხარულია”.
* * *
„იყავით ლმობიერი! შეწყალება მეფეთა დიადი სათნოებაა, რომელიც ძლევს მის მრისხანებას”.