ამონარიდები ლადო მრელაშვილის რომანიდან – „ყაბახი”
„ჯერ კიდევ დარვინამდე არსებობდა ბუნებაში შერჩევის კანონი: დედამიწაზე ჯუფთი ჯუფთს ეძებს და ტოლი ტოლისკენ მიილტვის”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ქვეყანაზე ჯერ კაცს არ უხუმრია, რომელშიაც სიმართლის ნასახი არ ყოფილიყოს”.
* * *
„ნურასოდეს დასცინებ დონ კიხოტს. დასაბამიდან ყოველი დიდი საქმე დონ კიხოტებს წამოუწყიათ…”
* * *
„მანამდე ყველა კაცია, სანამ ხელს ჩაავლებენ”.
* * *
„ზოგს გულის მაგიერ მათრახი უდევს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ახალგაზრდობაში ნაშოვნი, სიბერეში ტკბილი საწუწნია”.
* * *
„ – კაცს ყოველთვის არ გაუმართლებს სითავხედე.
- ყველას არ უმართლებს. ზოგს კი, რაღაცნაირად, კარგად გამოუდის. და არც ძრახავენ. ყოველ შემთხვევაში, ხმამაღლა მაინც არ ძრახავენ. ზოგს, პირიქით, – უწონებენ კიდეც”.
* * *
„ბევრს ძალიან უმართლებს ხოლმე”.
* * *
„ – რა ვქნათ, ძმაო, ამაში ნამდვილად მოვისუსტებთ. ვინც არ უნდა მოხსნა და დანიშნო, ერთ კვირასაც ვერ უძლებენ შუბლის ძარღვის გაუწყვეტლობას”.
* * *
„ყოველგვარი კანონი ადამიანის საკეთილდღეოდ არი შექმნილი”. – (ავტორი გენია.ჯი)