ამონარიდები ლადო მრელაშვილის რომანიდან – „ყაბახი”
„ – მომიტევოს დიდმა დარვინმა და, რატომღაც არა მჯერა, რომ მე მაიმუნის ანდა მისი მსგავსი ცხოველისაგან ვიყო წარმოშობილი… თუმცა ზოგიერთთა ძმათა ჩემთა ქცევა სწორედ რომ ამაზე მიგვანიშნებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გატენილი თოფისა მხოლოდ იმას ეშინია, ვისაც უმიზნებ, ცარიელისა კი იმასაც, ვინც უმიზნებს”.
* * *
„მთვრალის შექმნილი საკეთილო რამ ჯერ არ უნახავს კაცობრიობას”.
* * *
„შეძლებისდაგვარად ჩვენ ყველანი უკეთესი ცხოვრებისათვის ვიბრძვით”.
* * *
„ვისი ცხენიც უკეთ გაწვრთნილი და ცქაფია, ვისი თვალიც უფრო მარჯვეა და მკლავი დამჯერე, ეს ცხოვრებაც იმისია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დიდი დაკვირვება და გულისყური უნდა კაცის ბუნებასა და სიტყვას”.
* * *
„ზოგჯერ საკმარისია ერთი უბედურება, რომ სხვა დანარჩენიც მიჰყვეს ზედიზედ…”
* * *
„მართალია… შემთხვევებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული…”
* * *
„ხმები მტკიცება არ არი. ადამიანს უნდა იცნობდეთ. მერე კი აქედან უნდა დაასკვნათ: ჩაიდენდა თუ არა ასეთი კაცი”. – (ავტორი გენია.ჯი)