ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „მგზნებარებით ჩაფერფლილი გულები”
„ყოველი სიმართლე როდი ითქმის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბოროტსა კეთილი სძლევს ადრე თუ გვიან”.
* * *
„მტერობა და ორგულობა მოყვასთა ყოველ ისჯების ამა ქვეყნად თუ არა, საიქიოს მაინც უთუოდ. არა არს კაცი ავისმქმნელი ავად არ იქმნეს და სიკეთისა მთესი კეთილ არ იყვეს. სიკეთე იგი ეშმაკს აქმნევინებს კეთილს, კაცსა მით უფრო…”
* * *
„ტყუის ის, ვინაც ღვთის წესის წინააღმდეგ მიდის სხვათა თვალთა მოსაჩვენებლად, ტყუის ის, ვინაც ერთს ფიქრობს, მეორეს იქმს, მესამეს წამობს, მეოთხეს ხატობს, მეხუთეს წიგნობს, ვინაც ფერიცვალობს ხალხის თვალში მოსაწონებლად, ვინაც სხვას ბრალად სდებს იმას, რასაც თვითონ იქმს ყოველდღესა და ყოველსა ჟამს, ვისაც არ ძალუძს ნაფიქრალისა და ნატანჯის ხმამაღლა თქმა, ვინაც ადამისა და ევას სიყვარულს ვაშლის ზღაპარში აქცევს ბრიყვულად, რამეთუ სიყვარული ვაშლი არ არის, არ იჭმევის, არცა ისმევის”.
* * *
„უბრალო არა არის რა ქვეყნად”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ლექსების წერა კარგმა დღემ როდი იცის!”
* * *
„კაცი ყოველს ეგუება. დრო ყველას დააჩვევს ადამიანს”.
* * *
„ყველას თავისი ადგილი აქვს, თავისი ხვედრი”.
* * *
„უსიყვარულო კაცი ვერცა ერსა რგებს, ვერცა საქმეს”.
* * *
„ქართველი კაცი, სადაც უნდა ფუფუნებდეს, მაინც ქართველად რჩება ყოველჟამს”. – (ავტორი გენია.ჯი)