ამონარიდები ლადო მრელაშვილის რომანიდან – „ყაბახი”
„კატას ძეხვი დაეცა და – ღმერთო, ასეთი მეხი ნიადაგ არ მომაშოროო!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზოგიერთი ამ ცხოვრებას იგრეა მორგებული, როგორც სალტე კასრს”.
* * *
„გიჟის ამყოლიც გიჟია”.
* * *
„ – ამ შემოდგომაზე გოდერძი რომ კაკალს ბღერტავდა, გზად ჩავიარე და დამენანა ის ვეება ხე. „ეჰ, შე ტიალო კაკალო, – გავიფიქრე გულში, – რისთვის დაისხი ეგრე ბევრი, არ გერჩივნა ბერწი ყოფილიყავი, მაშინ ხომ აღარავინ ჩაგიჩაჩქუნებდა თავში-მეთქი?..”
* * *
„ქალისას კაცი მის დღეში ვერ გაიგებს ვერაფერს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მაინც რატომ ხდება, რომ ნიჭი და სილამაზე ერთმანეთის გზებს იშვიათად ჰკვეთს?..”
* * *
„ყველგან არიან ეს გიები. თითქმის ყველა დაწესებულებასა და ორგანიზაციაში. მტვრის ნაწილაკებივით ყველგანა ძვრებიან და აღწევენ: გემოვნებით ჩაცმულ-დახურულნი, მომხიბვლელი მანერების მქონენი, ახალი ანეკდოტების სალარონი, ვითომდა მიამიტად გულახდილნი, კარგად შენიღბულ-მაამებლური ლაყბობის ვირტუოზები, სუფრის ტონის მიმცემნი და სადღეგრძელოს დიდოსტატები, უნიჭონი, მაგრამ დაქირავებულ მეხოტბეთა მიერ ტალანტებად ცხებულნი…
ო, ეს ჯანმსუყი და გულფუტურო ხალხი! პირში რომ შემოგცინიან და ზურგს უკან კი დანას მალავენ…”
* * *
„ახალგაზრდა სისხლი მუდამ ძიებაშია, დადუღებული კი სიახლეებს ეგრე ადვილად ვერ ეგუება…”
* * *
„ეს არის სამყარო, სადაც პატარა ადამიანები თავიანთ პატარა ვნებებს კაცის დღეობასა და მომავალსაც რომ ამსხვერპლებენ…” – (ავტორი გენია.ჯი)