ამონარიდები გივი კარბელაშვილის მოთხრობებიდან…
„რეგვენი უნდა იყოს ის, ვისაც მეგობრის სიკეთე არ გაეხარდება. განა შენიანის კარგად ყოფნა იგივე შენი კარგად ყოფნა არ არის?” – (სამაგიერო) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცი ცხოვრებაში ღორი არ უნდა იყო, თორემ ღორის სახეთქით გაგბერავენ და კაცის შვილს უსაშველოდ გაგაღორებენ”. – (ბახოვიჩის სიკვდილი)
* * *
„ვინც დათმობა არ იცის, მარადჟამს დატანჯული იქნება”. – (სად ისა და სად მე?!)
* * *
„ – ვის რა მოსწონს – გემოვნებისა და მოთხოვნილების საქმეა”. – (სად ისა და სად მე?!)
* * *
„მართლაც დიდებულად არის აწყობილი ზოგის საქმე…” – (პროფესორი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სპორტიც ის არის, რომ გამარჯვება ძლიერთა ხვედრია”. – (სად ისა და სად მე?!)
* * *
„ქალი ყოველთვის უნდა ქალობდეს, სატირალშიაც და სალხინარშიაც…” – (ბახოვიჩის სიკვდილი)
* * *
„ზოგიერთს არსობის მტკიცე ლოზუნგად ესაა აქვს დასახული – იგემე ყოველი სიკეთე ამა ქვეყნისა, რამეთუ სანანებელი არა დაგრჩეს რა წუთისოფლიდან წარმავალს”. – (პროფესორი)
* * *
„კეთილი ადამიანები ხშირად იღიმებიან”. – (სად ისა და სად მე?!)
* * *
„მიცვალებულთა შესახებ ძვირის ლაპარაკი მხოლოდ თვით ძვირიანი ხალხის საქმეა”. – (ბახოვიჩის სიკვდილი) – (ავტორი გენია.ჯი)