ამონარიდები ლადო მრელაშვილის რომანიდან – „ყაბახი”
„რწმენა ყველაფრის დედაა ამ ქვეყანაზე. უნდა გჯეროდეს, რომ არსებობს ძნელი, მაგრამ არ არსებობს დაუძლეველი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცს რომ კაცი ჭკუაში არ მოუვა, შარს მოუდებს: თვალს ზემოთ წარბი რათა გაქვსო…”
* * *
„ამ ქვეყანაზე ჩვენი ყოფნა ზღაპარს მიაგავს. გამჩენ-დამრჩენი ისე მცირე ხანს გვაძლევს უფლებას მიწის თელვისას, ყოველი სიკეთე შენი წილი უნდა მიიზღო. თუ არ გარგუნა მზაზმარეულად, შენ თვითონ შექმენ ეს ზღაპარი და მოიხმარე…”
* * *
„ცილისწამება სიკვდილზე არანაკლებია…”
* * *
„ჩვენი წინაპრები დიდი წინაპრები იყვნენ… ღირსნიც იყვნენ ამ სახელწოდებისა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სურვილი საქმეში ბევრს ნიშნავს”.
* * *
„ – ამხანაგებო!.. ნაპოლეონმა მთელი ევროპა დაიპყრო და მაინც წავიდა… მეფე-ერეკლეს სამემკვიდრეოდ ერგო სამეფო და მაინც წავიდა… რუზველტი აირჩიეს, მაგრამ… მაინც წავიდა. მე რაღა წითელი კოჭი ვარ? ოქროს გულქანდი ხომ არა ვარ, რომ ზედ ჩამოგეკიდოთ?”
* * *
„ – ზოგი მოყვარეს პირში აფურთხებს და მე რომ პირში ვუძრახო, დიდი საქმეა?”
* * *
„უნებართვოდ სხვის კარს თითითაც ნუ დაუკაკუნებ, თუ არ გინდა, რომ შენს კარს მუშტით მოუწიოს ბრახუნი”. – (ავტორი გენია.ჯი)