ამონარიდები გივი კარბელაშვილის მოთხრობებიდან…

„რატომ ხდება, რომ ერთნი დაუმსახურებელ ქება-დიდებასა და კეთილ სახელს მოიხვეჭენ, მათი ამაღლება იოლად ხდება, ბედნიერად ცხოვრობენ და დიდი პატივითაც იმარხებიან ამქვეყნიურ ცხოვრებას გარიდებულნი, მეორენი კი არც ცხოვრებით არიან განებივრებულნი და არც მიცვალების შემდეგ ხდებიან ღირსნი საყოველთაოდ ცნობილი ოთხი ფიცრისა და ორი მეტრი ცივი მიწისა?” – (პროფესორი) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ადამიანს თვითონ უნდა ჰქონდეს თავისი სახე, თვითონ უნდა განაგებდეს საკუთარ საქციელსა და ცხოვრებას. მშობლის დანაშაულსა თუ შეცდომას თვითონვე უნდა ასწორებდეს დავაჟკაცებისას…” – (სიყრმის ვაჟიშვილი)

* * *

„მაინც რა ცოტა უნდა ჭაბუკს გასახარლად და რა ხარბია, გაუმაძღარი ხანმორეული ადამიანი!” – (დაუბრუნდი)

* * *

„არა მგონია, ქვეყნად იყოს ადამიანი, რომელსაც გახსენება, მცირედი ყურადღებაც კი სიამოვნებას არ ჰგვრიდეს და საკუთარი თავისადმი რწმენას არ მატებდეს…” – (სიყრმის ვაჟიშვილი)

* * *

„ – ვის რა მოსწონს – გემოვნებისა და მოთხოვნილების საქმეა”. – (სად ისა და სად მე?!) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ხშირად ხდება ხოლმე, რასაც გაურბიხარ და თავს არიდებ, სწორედ იქ წამოგეწევა, სადაც არ ელოდები…” – (სიყრმის ვაჟიშვილი)

* * *

„ნაკაცართ როდი ერიდებიან”. – (სიყრმის ვაჟიშვილი)

* * *

„ესეა თურმე ზოგიერთი – გაურბის იმას, რაც გულით უნდა, ჰქირდავს თანატოლს იმის გამო, რაც თვითონ იმას სანატრელად გადაჰქცევია”. – (დაუბრუნდი)

* * *

„მეგობრობის გარდაუვალი მოთხოვნილება ყოველ კაცში არსებობს მეტ-ნაკლებად”. – (სიყრმის ვაჟიშვილი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>