ამონარიდები ოთარ ჭილაძის რომანიდან – „რკინის თეატრი”
„ – მოგწონს თუ არა, ხელს გაძლევს თუ გეჩოთირება, მხოლოდ და მხოლოდ, მოთმინებითა შენითა უნდა მოიპოვო სული შენი და, მხოლოდ და მხოლოდ, ოფლითა პირისა შენსათა უნდა ჭამდე პურსა შენსა. ასეა, ჩემო ძმაო. ესაა მთელი ავანჩავანი ადამიანის ცხოვრებისა, დანიშნულებისა, გზისა ნათლად და მარტივად დაფორმულებული თავად ღმერთის მიერ. ხოლო ვინც ამ ფორმულას უგულვებელყოფს, იღუპება ბოლოს. ბოლოს კი არა, დროზე ადრე, უაზროდ, უშედეგოდ. სხვასაც ღუპავს. სხვებსაც”.
* * *
„რა სისულელეებზე ფიქრობს ხოლმე ადამიანი”.
* * *
„ – მართალს ამბობს ხისფეხა კოსტა, ქვეყანა ინგრევა და ახიცაა, დალპა, გაიხრწნა, გაპირუტყვდა. შვილმა დედა მოკლა და თითიდან ქორწინების ბეჭედი წააძრო. ლა. ლა. ლა. ლა. მღვდელს მიუსწრეს დიაკვანთან. ლა. ლა. ლა. ლა. პოლიციელმა სახაზინო ფული გაიტაცა და ყაჩაღად გავარდა. ლა. ლა. ლა. ლა. ქმარმა ცოლი კარტში წააგო. ლა. ლა. ლა. ლა. კაცის ხორცს ყიდდნენ ბაზარზე. ლა. ლა. ლა. ლა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბრალდებულის გამოქომაგება უარესად ანრისხებს სახელმწიფოს, რის შედეგადაც, ისევ და ისევ, ბრალდებული იჩაგრება, რადგან სახელმწიფო იმას კი არ იფიქრებს, მე შემშლიაო, ეტყობა, უფრო დამნაშავე ყოფილა, ვიდრე მე მეგონა, რაკი ასე თავგამოდებული იცავს ვექილიო. გინდა სიმართლე გითქვამს სახელმწიფოსთვის და გინდა ფიზიკურ ნაკლზე მიგითითებია”.
* * *
„შენ თუ არ მინდომე, არც მე მინდიხარ”.