ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„არ უნდა მიაჩვიო, თორემ მოვალეობად გაგიხდიან”. – შტეფან ცვაიგი (მოუთმენლობა გულისა) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ნუ მისცემ ადამიანს საჭმელს, სასმელს, ოღონდ რწმენას ნუ მოუშლი, ნუ გააშიშვლებ, ნუ გაამხეცებ. ურწმუნოება ყოველთვის იყო ადამიანის დაკნინების დასაბამი”. – გივი კარბელაშვილი (ამხანაგი თუ მეგობარი)

* * *

„შექმნა ადამიანისა, რომელიც ღმერთმა თავისი წინასწარჭვრეტით ცოდვის ჩასადენად გაწირა, იყო მრისხანე ნიშანი ღმერთის ყოვლის შემძლეობისა. რადგან სრულყოფილისათვის უბრალო სრულყოფილების შექმნა ძალიან იოლი და უბადრუკი საქმე იქნებოდა. ფაქტიურად, ეს შექმნა კი არა, უბრალო თვითგანვრცობა იქნებოდა. განცალკევება არის ინდივიდუალობა, ხოლო ერთადერთი გზა ადამიანის შესაქმნელად, თუკი ნამდვილ შექმნაზეა ლაპარაკი, ღმერთისათვის იყო საკუთარი თავისაგან განსხვავებულის შექმნა, ხოლო ღმერთისაგან განსხვავებულება იგივე ცოდვაა”. – რობერტ პენ უორენი (მეფის მთელი მხედრიონი)

* * *

„ქონებას გაფრთხილება უნდა”. – გივი კარბელაშვილი (მგზნებარებით ჩაფერფლილი გულები)

* * *

„შემოვლითი გზა მუდამ სასურველია იქ, სადაც პირდაპირ გზას არ გინდა დაადგე”. – შტეფან ცვაიგი (მოუთმენლობა გულისა) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„არიან მოხუცები, რომელთაც სიბერე სიკვდილამდე ვერ ჯაბნის და ცხოვრების უკანასკნელ დღემდე ჭაბუკური თვალთა ელვარება შემორჩებათ ხოლმე”. – გივი კარბელაშვილი (ამხანაგი თუ მეგობარი)

* * *

„ადამიანი მტვრის ნამუსრევია მხოლოდ და დღეს მის ნება-სურვილს საერთოდ აღარ უწევენ ანგარიშს”. – შტეფან ცვაიგი (მოუთმენლობა გულისა)

* * *

„ჩვენდა სამწუხაროდ, კარგა ხანია საკმაოზე უფრო მეტად მომრავლდნენ ისეთები, რომლებიც რამდენი ხნის უნახავ ნაცნობსაც არ უნდა შეხვდნენ, მისალმების შემდეგ მყისვე მუშაობის ადგილს ეკითხებიან და გაცემულ პასუხზეა უკვე დამოკიდებული საუბრის ხანგრძლივობაც, ყურადღებაც, გულისხმიერებაც და ათასი კიდევ სხვა, რაიც ადამიანთა შორის ურთიერთდამოკიდებულებად ითქმის”. – გივი კარბელაშვილი (მე გამქურდეს…)

* * *

„კაცმა რომ თქვას, ცრუმორწმუნე უნდა იყო და ავის მომასწავებელ წვრილმანებსაც ყურადღებას აქცევდე”. - შტეფან ცვაიგი (მოუთმენლობა გულისა)

* * *

„სიკეთით გევლოთ სიკეთემდე!” – გივი კარბელაშვილი (მგზნებარებით ჩაფერფლილი გულები) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>