ამონარიდები გივი კარბელაშვილი ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ყველა კაცს თავისი აკვიატებული ახირება აქვს, ძმას – ძმისა, რძალს – რძლისა”. – (მესაფლავე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ტკბილად დამიბერდიო, ადამიანი რომ გეტყვის, იმაში იმდენი სიყვარული და პატივისცემაა, რომ მაგის გულიზა კაცმა შეიძლება მტრად გასული გადარეული შემოირიგო”. – (ასე ტკბილად დამიბერდი)
* * *
„გახსოვდეთ: სიკვდილი ხსნა არ არის”. – (შვილი მტრულად გაზარდე…)
* * *
„ – დალოცვილია ეს ქვეყანა, კაცი კაცსა ცოცხალიც აჭმევს პურსა და მკვდარიცა”. – (მესაფლავე)
* * *
„არის ისეთი ადამიანი, ფხიზელი რომ ეგებება ახალწლის დილას? რაც უნდა დარდი ჰქონდეს და უგუნებოდ იყოს, იმ დალოცვილს მაინც სასმისს აუწევს – ზოგი ღვინის ჭიქას, ზოგი ჩაისას, ზოგიც ყანწით შეეგებება – ვის როგორი შნო, მარიფათი და მიდრეკილება აქვს. მაინც რა დაგვარბენინებს, რა ფორიაქი აგვიტყდება ხოლმე. ისე დავერევით ამ ჩვენს დოვლათს, თითქოს დღესასწაულის შემდეგ ცხოვრება აღარ გვინდოდეს. ახალგაზრდობისაგან კიდევ გასაგებია, ახალგაზრდა მომავალს ესწრაფვის, ეპოტინება, ელტვის გაურკვეველს, მაგრამ ეს ხანშიშესულნი, პენსიას მიტანებულნი რაღამ აგვშალა? რას ვერჩით ძველ წელს, გარდასულ წელიწადს? განა იმ წელიწადთან ერთად ჩვენი დარჩენილი ცხოვრების ნაწილსაც არ მივაცილებთ წარსულისაკენ? თუმცა, რას ვამბობ, აგრე ყოფილა მოწყობილი ადამიანი, უკან როდი იხედება ნებით, მუდამჟამ წინ მიისწრაფვის, მომავლისაკენ უჭირავს თვალი, უკეთესისი იმედით ცხოვრობს და ის იმედი არის ვეებერთელა, უძლეველი ძალა, ცხოვრების ჩარხს რომ აბრუნებს შეუჩერებლივ”. – (ასე ტკბილად დამიბერდი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველა დარდს თავისი მეორე მხარეც ჰქონია თურმე, თანაც თუკი ყველა დარდი დარდია!..” - (მესაფლავე)
* * *
„ეგრეა, კაცს ის აეწვება, რაცა სტკივა, თორემა უტკივარს აინურშიც არ ჩაიგდებს, მაშა”. – (მესაფლავე)
* * *
„ქართული სუფრაც საქმეა”. – (რასაც დასთეს…)
* * *
„უძრაობა არის სათავე ყველა ავადმყოფობისა და უნიათობისა”. – (კაცური კაცი?!)
* * *
„წარსული არის სათავე ყოველივე ახლისა. ფუძეთა ფუძე მომავლისა, წიგნი სწავლისა და აღმავლობისა”. – (კაცური კაცი?!) – (ავტორი გენია.ჯი)