ამონარიდები შტეფან ცვაიგის რომანიდან – „მოუთმენლობა გულისა”
„ასწონეთ ჩემი ნათქვამი, როგორც მოხუცი გოეთე ამბობს, მაგრამ კუდს კი ნუ გამოაბამთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ის, ვინც ზემოქმედებას ახდენს სხვის ბედ-იღბალზე, უკვე სავსებით თავისუფლად ვეღარ განაგებს თავის საკუთარს”.
* * *
„ყმაწვილი კაცის თვითშეგნებას არაფერი ისე არ ამაღლებს და არაფერი ისე ხელს არ უწყობს მისი ხასიათის ჩამოყალიბებას, როგორც მის წინაშე მოულოდნელად დაყენებული ამოცანა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინიციატივითა და ძალებით უნდა გადაჭრას”.
* * *
„ბრაზი არა მხოლოდ ახელებს, არამედ დაკვირვებულსაც ხდის ადამიანს”.
* * *
„მუდამ გეამაყება კაცს, როცა საიდუმლოს მხოლოდ შენ გაგანდობენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყოველთვის სასტიკად ვიტყუებთ თავს, როცა გვგონია, რომ ბუნება განსაკუთრებულ ადამიანებს რაღაც განსაკუთრებულ დაღს ასვამს, რომლითაც მუდამ ერთი შეხედვით შეიცნობ მათ”.
* * *
„განა ძალზე ხშირად ყოვლად უცნაური შემთხვევითი ამბები არ მოქმედებენ ჩვენს სულისკვეთებაზე და განა უწვრილმანესი რამ ფრთებს არ შეგვასხამს ხოლმე, ანდა ყურებს არ ჩამოგვაყრევინებს?”
* * *
„ – არ მომწონს ხოლმე, როდესაც ულმობლი ადამიანები ერთბაშად ლმობიერნი და ღვთისნიერნიც კი ხდებიან. რაღაც მოიშალა მათში, რაღაც გატყდა, დაიმსხვრა”.
* * *
„ტრაგიკული და სახიფათო ასე საოცრად მხოლოდ ჭაბუკებს იზიდავს”.
* * *
„შეუძლებელია ოჯახში ხანგრძლივად დაიარებოდე და არ იცოდე, ვისთანა გაქვს საქმე”. – (ავტორი გენია.ჯი)