ამონარიდები გივი კარბელაშვილის ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ – მე პოლიტეკონომია რომ ჩავაბარე, კაი გოჭი, ინდოური და სხვა მისთანები მივართვი ლექტორს. მე ვიცი ჩემი პრინციპი – არ წაგართმევ, ნუ წამართმევ, მოგცემ – მომეცი, ხელმა ხელი დაბანოს, ორივემ პირი, აბა! პრინციპი? რას მიქვია პრინციპი? რავა გეკადრებათ? ახალი უფროსი მოგვივიდა. ხელმოწერის ჟურნალი შემოიღო, დროზე მოდით და დროზე წადითო. შეურცხვა იმას პრინციპი, დადის მშიერი და უშარვლო! მე როცა საქმე მაქვს,კაი საქმე და კაი კაცს ველოდები, რვა საათზე, შვიდზე მივალ სამსახურში, ღამის თორმეტ საათამდე მევიცდი, მარა ოხერსა და ტიალს რომ ველოდები, სულაც არ მივალ სამსახურში, ვისი რა საქმეა?! პრინციპი. მაგი არც საჭმელად ვარგა და არც მოსახმარად. ქვეყანაზე ერთხელ მოვსულვარ და პრასა არ ვარ, მეორედ ამევიდე! პრინციპი! ჩემი პრინციპი, ჩემი შნო და მარიფათია, აბა! ვიცნობ ერთ კაი ვაჟკაცს, კაი ქართველს, ძმის დაბადების დღეზე მივიდა და ქვევით რომ მისი მანქანა იდგა, ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წოუკიდა. იკივლეს სტუმრებმა, რას შობიო?! მან კი ხელი გაიშვირა და ტაოტიანი „ვოლგა” დაანახვა, შენთვის მომირთმევია, აბა! აი, ესაა პრინციპი!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ნეტარმც იყავი, საქართველოვ, სასიქადულო მამულიშვილებით, მაშვრალებით, მხნელ-მთესველებით, შემყელავებით, შემფუთნავებით, გამსხვლელებით, მეცხვარეებით, მეჩაიეებით, მუშით, გლეხით, ქართული აზრის, კალმისა და სიტყვის დიდოსტატებითა თუ რიგითი ამაგდარებით, იყავი ნეტარ უკუნიდან უკუნისამდე შენი შვილებით, შვილთაშვილებით, ჭეშმარიტი და უტყუარი კაცურ კაცებით, ბდნიერებად მოვლენილი შენი მარადიული სიახლით, მგზნებარებით და დაუცხრომლობით!”
* * *
„რაც არ გინდა, ღმერთმა ნუ მოგცეს”.
* * *
„კაცნი ვართ, ყოლიფერია მოსალოდნელი, აბა!”
* * *
„საცა გარჯა არს მადლიანი, იქ სინდისიც არს კაცური”.