ამონარიდები ოთარ ჭილაძის რომანიდან – „რკინის თეატრი”
„კაცმა ყოველთვის უნდა იცოდეს, რას აკეთებს და რითი შეიძლება დამთავრდეს ის, რასაც აკეთებს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცხოვრებაში პატარაც ისევე საჭიროა, როგორც დიდი, თუნდაც იმიტომ, უფრო ნათლად რომ წარმოაჩინონ ერთმანეთი”.
* * *
„არავის არაფერი არ ავიწყდება, მით უფრო – გასაჭირში ჩავარდნილ კაცს”.
* * *
„რა თქმა უნდა, რასაკვირველია. ვალს გადახდა უნდა. ხელმა ხელი უნდა დაბანოს. ასეა მოწყობილი ქვეყანა”.
* * *
„აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავლისა, და ყველაფერი ეს, ერთად აღებული, არის დედა; ხოლო ვინც ამას ვერ მიხვდება, თუნდაც სიბერეში, მღილია და არა ადამიანი, რომელსაც დედა კი არ შობს, არამედ დროის ჭუჭყი და სიბინძურე აჩენს: ვერც ქველმოქმედი გამოვა, ვერც პოეტი და ვერც რაინდი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მშობლის ვალი გაცილებით მეტს გულისხმობს, უფრო სწორედ, მშობლის ვალიდან ამოსვლა შეუძლებელია, რადგან ვალი კი არ არის, ბედისწერაა და პირადად შენი მშობლის კეთილდღეობაზე ზრუნვას კი არ გაველბს მხოლოდ (იმას არაფერი უნდა შენგან, შენი კარგად ყოფნის მეტი. ხელიც რომ აღმართო იმაზე, კიდევ აქეთ გკითხავს, შენ ხომ აეაფერი იტკინეო), არამედ საერთოდ სიცოცხლეზე ხარ პასუხისმგებელი და თანაც სამივე დროში ერთნაირად: წარსულშიც, აწმყოშიც და მომავალშიც”.
* * *
„შედეგით ფასდება ყველაფერი და ვაი იმას, ვისაც მოთმინება არ ეყოფა, ანდა არ აეხილება შედეგის დასანახი თვალი”.
* * *
„გაანათლე. შეუნდე. მიუტევე. აცხონე. რამდენი სიტყვაა მოგონილი მკვდრის გულის მოსაგებად”.
* * *
„ადამიანისათვის მთავარი მაინც სიცოცხლის ხანგრძლივობაა და არა სიცოცხლის სიავკარგე”.
* * *
„შვილს მკვდარსაც ვერ წაართმევ. შვილი გველსაც კი არ უნდა მოუკლა”. – (ავტორი გენია.ჯი)