ამონარიდები გივი კარბელაშვილის მოთხრობებიდან…

„ხდება ხოლმე ისეც, როცა ერთმა თუ გაიწია, სხვებიც ცხვარივით უკან მიჰყვებიან დაუფიქრებლად, უანგარიშოდ, არას დაგიდევენ, საით და რისთვის მიდიან”. – (რაღა გამიხარია!) - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კაცი შნოთი და მარიფათით ფასდება, თვარა სწავლა? ვის რად უნდა შენი სწავლა და მუშაობა!” – (აქა ამბავი გურიმონდას ტურისტობისა)

* * *

„ყველაზე კარგი აღმზრდელი კაცისა მისი მტერია… იმიტომაც უთქვამს ბრძენ ქართველს – შვილი მტრულად გაზარდე, მოყვრად გამოგადგებაო… რაც მეტია დაწოლა და სიცხე, მით უფრო მეტია წრთობა და გაკაჟებაც”. – (რაღა გამიხარია!)

* * *

„ქართველი კაცი, საერთოდ, ძნელად გუობს უცხო გარემოს. სადაც უნდა იყოს ქართულ მიწაზე დაბადებული, როგორადაც არ უნდა ცხოვრობდეს, ავად თუ კარგად, გული მაინც აქეთ მოუწევს… ეს ჩვენი ქართველური თავისებურებაა”. – (იმედი)

* * *

„შვილი შვილია, გოგო და ბიჭი ვინ გაარჩია?” – (იმედი) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სიტყვა ზუსტად უნდა გამოხატავდეს აზრს”. – (აქა ამბავი გურიმონდას ტურისტობისა)

* * *

„ქვეყანაზე ვაჟკაცობა აღარ ფასდება! აფსუს!” – (აქა ამბავი გურიმონდას ტურისტობისა)

* * *

„ – მამამ არ გასწავლა, უფროსზე მეტ ცოდნას ნუ გამოაჩენო – ან მოგპარავს, ან გადაგემტერებაო!” – (აქა ამბავი გურიმონდას ტურისტობისა)

* * *

„პატივისცემა ადამიანთა ურთიერთობის უპირველესი საფუძველი უნდა იყოს მაშინაც კი, როცა ისინი სხვადასხვა მრწამსს ემსახურებიან, თუკი, რასაკვირველია, მტრობა და მოძულეობა მოშლილია”. – (იმედი) – (ავტორი გენია.ჯი)

„უფროსი რომ ცუდი იყოს, ქვეყანაზე უფროს-უმცროსობა არ იქნებოდა – უთქვამს ხალხს…” – (აქა ამბავი გურიმონდას ტურისტობისა)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>