ამონარიდები გივი კარბელაშვილის მოთხრობებიდან…
„ – ამხანაგობა და მეგობრობა სულაც არ ნიშნავს გვერდით ყოფნას. მე შეიძლება წლების განმავლობაში ყოველდღიურად ათ-ათი საათი ვხვდებოდე ჩემს თანამოაზრე ადამიანს და ჩემი დამოკიდებულება მისდამი ამხანაგობის ჩარჩოებს არ გასცდეს, როცა მეორეს, შესაძლოა, ათ წელიწადში ერთხელ შევხვდე და ჭეშმარიტ მეგობრად მიმაჩნდეს ჭირშიც და ლხინშიც”. – (საქართველო გვედგა სინათლედ) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ისე როგორ არ უნდა მოეწყოს ცხოვრება, რომა ერთმა მეორე არ მოკლას, რომა კაცის კვლა მორჩეს და გათავდეს”. – (ფიქრი შინმოუსვლელის დედისა)
* * *
„უყვართ ბებიებს შვილიშვილთა ყურადღება, გადახდილი სიყვარულივით ეამებათ ხოლმე”. – (ბებია)
* * *
„ბოღმა ცუდი მეკვლეა და უმალ აბრმავებს ადამიანს, ვიდრე თვალის ჩინს მატებს”. – (საქართველო გვედგა სინათლედ)
* * *
„ – ჰო, შვილო, კიდევ ერთი… კაკალს, მსხმოიარე კაკალს, იქამდე ესვრიან ქვასა თუ კეტს, ბელტსა თუ ჯოხს, სანამ იმ ხეს კაკალი ასხია. როგორც კი დაიბერტყება, შენს გახარებას, ზედ აღარავინ უყურებს, გვერდით ჩაუვლიან და ვერც შეამჩნევენ. ისე, რომა ის სროლა კაკლის ხეს ვერას აკლებს და დაბერტყილივითაც ყველასგან მივიწყებული როდია. იმიტომაცა ნურმც დაჰვიწყებიხარ ნურავისა, ნურცა მტერსა, ნურცა მოყვარესა, ეგ არის ნამდვილი ბედნიერება!” – (ბებია) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გაყოფილი საქართველო არ არსებობს”. – (საქართველო გვედგა სინათლედ)
* * *
„დაუბრუნებელი და ვალდებული არა ვარგა რა, თვით სიკეთე და სიყვარულიც”. – (ბებია)
* * *
„სიბერეზე უკურნებელი ავადობა ქვეყნად არ არის”. – (ბებია)
* * *
„წინაპრის ხსოვნა მომავლის წინაშე ვალის მოხდის ტოლდებულია”. – (ბებია)
* * *
„მარტოოდენ წარსულით ცხოვრება სიბერის, სამწუხარო, სავალალო, მაგრამ გარდუვალი სიბერის უპირველესი ნიშანია”. – (საქართველო გვედგა სინათლედ) – (ავტორი გენია.ჯი)