ამონარიდები ლადო მრელაშვილის რომანიდან – „ყაბახი”

„ – აქამდე მეგონა, რომ ხალხი ცხვარი იყო. ახლა იმასაც ვხედავ, რა დაუნახავი ყოფილა…” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თავისუფალ ჰაერსა და იმის შეგნებას, რომ შენ სრულუფლებიანი წევრი ხარ შენი ხალხისა, ყველაფერი შეუძლია და ხშირად სასწაულები მოუხდენია”.

* * *

„ყოველი კაცი იმას უნდა აკეთებდეს, რაც მეტღირებულებიანი გამოვა მისი ხელიდან”.

* * *

„ქალი სულელია, ნიადაგ სულელი იყო”.

* * *

„ – მთელი სიცოცხლე ბრძოლას შევალიე… და აქამდე ერთ ფრონტზე მიხდებოდა ბრძოლა… ახლა იძულებული ვარ შინაც ვიბრძოლო და გარეთაც… ჯანდაბას, გარეთ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ რა უნდა მოუხერხდეს შინ ჩასახლებულ და ჩასაფრებულ მტერს? ნიადაგ ციხე შიგნიდან გატეხილა და საგარეო ფრონტზე დამარცხება შინ მიღებული მარცხის შედეგი ყოფილა ყოველთვის…”

* * *

„მწარეა, მაწარე, ნაყოფი უმადურებისა და შხამი ბოროტებისა!..” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – სჯობია დროს გავუსწრო, ვიდრე დრომ გამისწროს”.

* * *

„რაც წავიდა, აღარ მობრუნდება. რაც იყო – იყო!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>