ამონარიდები შტეფან ცვაიგის რომანიდან – „მოუთმენლობა გულისა”
„ბევრ ქონებას ბევრი საზრუნავიც მოაქვს. ერთი წამით ვერ მოისვენებთ. ყოველდღე უნდა იომო მოურავთან, მოსამსახურე პერსონალთან, მეზობლებთან… ახლა გადასახადები და ვექილები! როგორც კი სუნს აიღებენ, რომ ცოტაოდენი შეძლება გაგაჩნიათ, მაშინვე აღარ იციან, როგორ დაგციცნცლონ რამე. სულ წითელი კოჭი რომ უგოროთ, მაინც მტრად მიაჩნიხართ. ვერაფერს გააწყობ კაცი, ვერაფერს – თუ ერთი დაგიგულეს ფული, მორჩა, ყველანი ქურდბაცაცობას იწყებენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მუდამ ასეა, როცა რამეს გაყიდი, აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც თავი მოაქვთ და გეტრაბახებიან, უფრო მეტს, ბევრად უფრო მეტს მოგცემდითო… მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, არაფერი აქვთ მოსაცემი”.
* * *
„თავზეხელაღებულ მოთამაშეს ზოგჯერ შემთხვევა გაუმართლებს ხოლმე”.
* * *
„არაფერი ისე მდაბალი არ არის, როგორც პლებეური ბუნების მქონე ადამიანთა შური თავიანთი მეზობლისადმი, როდესაც ეს უკანასკნელი, თითქო სულიწმიდა დაეხმარაო, ერთბაშად მონური უღლიდან გათავისუფლებას და მათზე აღზევებას ახერხებს. ეს წვრილმანი სულები უფრო თავიანთ ბატონს მიუტევებენ უამრავ ქონებას, ვიდრე მათი ბედის თანაზიარ ამხანაგს – ერთ ციცქნა თავისუფლებას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გაყიდვით, ყველაფრის გაყიდვა შეიძლება და ყოველთვისაც… გაყიდვა საერთოდ ძნელი საქმე როდია, მაგრამ კარგად გაყიდვა კი ნამდვილი ხელოვნებაა… კარგად უნდა გაყიდოთ, მთავარი ეს არის!”
* * *
„მუდამ ასეა, სწორედ ერთიმეორის საპირისპირო ხასიათები ერწყმიან ჰარმონიულად, თუ ერთმანეთს კარგად ავსებენ, და ხშირად ის, რაც ერთი შეხედვით განცვიფრებას იწვევს, სრულიად ბუნებრივი გამოდგება ხოლმე”.
* * *
„კაცის ცხოვრებაში არის ხოლმე მომენტი, როდესაც თვით ყველაზე გულჩახვეულ ადამიანსაც კი სწყურია ვინმეს წინაშე, როგორც ღმერთის წინაშე, ხალასი სახით, ყოველგვარი საბურველის გარეშე წარსდგეს”.