ამონარიდები ოთარ ჭილაძის რომანიდან – „რკინის თეატრი”
„კაცს, როგორი სუსტიც არ უნდა იყოს იგი, რაკი თავად ბუნებისგანაა იძულებული, დედასა და ცოლს შორის ყოველთვის უკანასკნელი აირჩიოს, ცოლის დედად გარდაქმნის უნარიც შესწევს, რაც თავისთავად, შურისძიების ერთგვარი საშუალებაცაა, რადგან მხოლოდ ამ გზით შეუძლია, იოლი, ლამის მზამზარეული, წინასწარვე განაღდებული გამარჯვებით დაბრმავებულ ცოლს თვალი აუხილოს და მხოლოდ ამ გზით შეუძლია, იმასაც განაცდევინოს შვილის განდგომისა და დაკარგვის სიმწარე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ჩვენ, ქალებს, იმდენად გვიყვარს სიზმარი, დაძინებამდე გვინდა ვნახოთ”.
* * *
„ბავშვის გაჩენის უნარი, თავისთავად, ბავშვის გაჩენის უფლებასაც ნიშნავს”.
* * *
„უფულოდ დღეს სალამსაც აღარ ეუბნება ხალხი ერთმანეთს. ფულის გულისთვის ქალს ქალობა აღარ ახსოვს, კაცს კი – კაცობა”.
* * *
„ – რამდენი ვირიც ვიყიდე, ყველა ყროყინა გამოდგა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიზმარი იმის სიზმარია, ადრე თუ გვიან უნდა გათავდეს. თავდება კიდეც”.
* * *
„ – იღუპება ქვეყანა, დიმიტრი. მაგრამ, მე თუ მითხავ, ახია. აბაზიანი რომ დაანახო ქალს, ქუჩაში აგიწევს ფეხს”.
* * *
„ – პირჯვარი გადაიწერე, ნენა. თუ ძალიან გაგიჭირდეს, ნენა, ჩემი ხათრით, ნენა”.
* * *
„ – უსმინეთ, უსმინეთ, რას ამბობს სული ეკლესიათა. დიდი არს რისხვა კრავისაი. არ შეგრჩებათ კრავის გალახვა”.
* * *
„თამაში ადვილია, ცხოვრებაა ძნელი…” – (ავტორი გენია.ჯი)