ამონარიდები ვაჟა-ფშაველას მოთხრობებიდან…
„სწორედ შესაფერი აქია უთქვამთ ქართველებს ლობიოზე. ლობიოს იმდენივე ამაგი უდგა ჩვენზე, რამდენიც ბატებს რომზეო”. – (ჩვენი სოფელი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ძველ დროში, როგორც ვიცით და გაგონილი გვაქვს, რჯული ხალხს ძლიერ მტკიცედ ეჭირა, რჯულის გულისათვის ჯალათს უშვერდნენ ქედს, კოცონზე იწვებოდნენ, ათასნაირს სასჯელს იტანდნენ და დღეს, ხომ ვიცით კარგად, თვითონ კაციც რომ მოკლა, ცოლ-შვილი გაუწყვიტო ცხვირწინ, ხმას არ ამოიღებს, განაღამც, რჯულის გულისათვის შემოგაკლას თავი. ასეა, დროებამ იცის!..” – (ზაფხულის სიზმრები)
* * *
„კაცნი შეუბრალებელნი ვართ”. – (მოგონება)
* * *
„ვერაფერი დროებაა, მარა რას იზამ, უნდა იცოცხლო ქვეყანაზედ”. – (ავტობიოგრაფია ურიადნიკისა)
* * *
„სხვისი სიბრმავე გვიყვარს”. – (გოჩი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – თავისი მიწა-წყალი ადვილი დასაკარგი არ არი, შვილო”. – (შთაბეჭდილებანი)
* * *
„ქვეყანა ბევრ რასმე იტყვის”. – (მუცელა)
* * *
„გახსოვდეს წარსული, დაუკვირდი აწმყოს, გაშინებდეს, გაუფრთხილდი მომავალს”. – (მუცელა)
* * *
„ – ოჰ, ძმაო, ოჰ! ძალიან გალოთდა ხალხი, ძალიან, – მუცლები თავზე აქვთ ჩამოცმული ეხლანდელს ხალხსა: თუ არ დაითვრა ეხლანდელი კაცი, თავი კაცად აღარა ჰგონია!” – (პაპას მსოფლიო ფიქრები)
* * *
„ქვეყანა წაიწყმიდება, თუკი შებრალება და შეწყნარება აღარ გვექნება ერთმანეთისა…” – (ავტორი გენია.ჯი)