ვაჟა-ფშაველა წერდა…
„მე სინდისით ვიყო დასვენებული, ამაზე მეტი ქება და სახელი არ მინდა. სახელი როგორ გააბედნიერებს კაცს, თუ სინდისი აწუხებს. როდესაც სინდისიანია კაცი, დასვენებული, ბედნიერიც მაშინ არის მხოლოდ”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზოგჯერ შეიძლება უმცროსის ჭკვა სჯობდეს ზოგი უფროსისას, მაგრამ ეს იშვიათად მოხდება, უფრო ხშირად უფროსების ჭკვაა გამოსადეგი, ამიტომ უპირატესობა იმას ეკუთვნის”.
* * *
„ნათქვამია – ქუდი დადე და სამართალი ჰქენიო”.
* * *
„ქვეყანაზე მართალი არავინაც არ არის, მე თუ მკითხავთ, ისეთი მართალი, რომ ცოდვას არა სჩადიოდეს”.
* * *
„ქუდი კაცს ნამუსისათვის ჰხურავს, განა მარტო სიცხე-სიცივისათვის?”
* * *
„სანთლის მადლი იმაში მდგომარეობს, რომ ცოცხალსა და მკვდარს ერთნაირად უნათებენ”.
* * *
„ავსული და ავგული კაცი არსად და არასდროს არ დაილევა”.
* * *
„მე როგორიც დავიბადე, ისეთი ვარ მუდამ წამს, მუდამ ჟამს, ყოველგვარ შემთხვევაში, სრულია ჩემი ბუნება მუდამ, არც დაიკლებს, არც მოიმატებს არადროს”.
* * *
„კლდის შვილები ლოდებია, დაბლა რომ ჰყრია ერთი-ერთმანეთზედ, კლდის ძუძუთაგან მონაწყვეტი, იმის მკერდის ანაგლეჯი…”
* * *
„ჩვენ ხშირად გვავიწყდება: ყველაფერს დასასრული აქვს”. – (ავტორი გენია.ჯი)