ამონარიდები გურამ გეგეშიძის რომანიდან – „ცოდვილი”
„ – ახ, რა კაცი მოკლეს, – ამბობდა ანტონი, – ახ, რა კარგი ადამიანი მოკლეს… გუშინ ურიათუბანში წამიყვანა, იქ ვისადილეთ, სულ თვითონ იხდიდა ფულს. ამ დილით ბაზარში გამიმასპინძლდა. ახ, რა კეთილი იყო, შესანიშნავი ადამიანი იყო, მაგრამ რას იზამ?
- რა ერქვა კაცო, თუ იცი? – ჰკითხა ცალფეხამ.
ანტონი ჩაფიქრდა.
- არ ვიცი, არ უთქვამს.
ცალფეხამ ზიზღით ჩაიცინა.
- შე დალოცვილო, ამდენს თუ გაჭმევდა და გასმევდა, სახელი ვეღარ ჰკითხე?”
* * *
„ცხოვრება, ფიქრის გარდა, მოქმედებაცაა”.
* * *
„უცნაურად არის ეს ცხოვრება მოწყობილი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი ყველაფერს ეგუება, ყველაფერს ეჩვევა და მერე, როცა რამე მოხდება, ან ცუდი, ან კარგი, ეჩვენება, რომ ყოველთვის ასე იყო”.
* * *
„სულელებით ყველა ერთობა”.
* * *
„ის, რაც გინდა, არასოდეს არ სრულდება ხოლმე”.
* * *
„დრო მართლაც საუკეთესო კურნალია. დრო გადის და გავიწყებს წარსულს, გავიწყებს უკვე მოხდენილ ავსაც და კარგსაც, გაშორებს მათ და გაიძულებს რეალური ცხოვრებით იცხოვრო”.
* * *
„უბედურების პირველ წუთებში ადამიანი ყოველთვის კარგავს რეალურობის განცდას, ამოვარდნილია ჩვეული კალაპოტიდან, დროებით ეთიშება თავის ყოველდღიურ ინტერესებს და გარკვეული დროის განმავლობაში მიაჩნია, რომ აეხილა თვალი, თავისი ნამდვილი სახით დაინახა ცხოვრება, დაინახა ის, რაც, საერთოდ, დაფარულია ცხოვრების ყოველდღიურობის, ჩვეულებრიობის ფარდით და ყველაფერი არაჩვეულებრივ ამაოებად მიაჩნია მანამდე, სანამ ეს შეშფოთება, სულიერი წონასწორობის ეს დარღვევა არ გაუვლის და ხელმეორედ არ შეეჩვევა, არ შეეგუება ცხოვრებას თავისი მუდმივი უბედურებებითა და ბედნიერებით. რაც უფრო მახლობელ ადამიანს შეემთხვევა უბედურება, მით უფრო დიდხანს რჩება ეს განწყობილება და რაც უფრო უცხოა ის, ვინც მოკვდა, მით უფრო მალე გვავიწყდება, რომ ჩვენც იგივე ბოლო მოგველის”.
* * *
„ – მე მწამს, ადამიანი არ არის მხოლოდ თავის ნება-სურვილზე დამოკიდებული. ამიტომაც არის ზოგჯერ, ყოვლად უდანაშაულო კაცი, სრულიად უმიზეზოდ რომ იტანჯება”.
* * *
„მოვალეობის გრძნობა ადამიანს ხშირად ბორკავს”.
* * *
„ზოგჯერ მოვლენები ისე უცნაურად ვითარდება, რომ კაცმა არ იცის, რა ხდება და რატომ? ეს უკვე ბედია…” – (ავტორი გენია.ჯი)