ამონარიდები აკაკი მუხურაძის რომანიდან – „გამჭირვალე ნიღბები”
„ზოგის სიტყვა სიტყვა არ არის, უბრალოდ ხმაა! ხმას კიდევ ერთნაირად გამოსცემენ წინა და უკანა პირიდან”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უსაქმო თანამდებობას კაი საქმე სჯობია”.
* * *
„თავისამარა დარჩენილი კაცი ვერასოდეს ვერ გაიგებს, რა არის სიკეთე და სათნოება ან ბოროტება და უსინდისობა”.
* * *
„მოდებაძეს წუთისოფელი ცაზე დაკიდებულ ჟანგიან ჯაჭვის სახით ჰქონდა წარმოდგენილი, რომელზედაც ზევით და ზევით ამქვეყნიური ცდუნებებით აღსავსე მოედნები იყო დატანებული, ისე როგორც მსოფლიოს ულამაზეს კოშკებს ამშვენებს ეპიკურელთა ციური ნავსაყუდელები.
მილიონობით ხალხი მიფოფხავს ამ ჟანგიან ჯაჭვზე, მაგრამ სანეტარო მოედანთა ხილვა რჩეულთა ხვედრია. „ამისათვის ორი რამაა საჭირო. ერთი: ზემოდან იმან, ვინც უკვე ააღწია ამ ნეტარ მოედანს, ხელი უნდა გადმოგიწოდოს, ქვემოდანაც უნდა გიბიძგებდეს ვინმე და ერთგული ხალხიც ზურგს გიმაგრებდეს”.
* * *
„ – სიტყვა, იგივე ენა, ადამიანთა კომუნიკაციის საშუალებაა! ერის დამახასიათებელი ძირითადი ნიშანიც სწორედ ენაა!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ადამიანი გიყვარდეს, ბიძიკო, არასოდეს არ მოატყუო ადამიანი!”
* * *
„ზოგიერთი რომ მის ჭკუაზე მიუშვა, ქვეყანას ძირში მოთხრის”.
* * *
„სიტყვის ყადრი ყველამ უნდა იცოდეს, მტერი რომ მტერია შენი, ისიც თავისი სიტყვის პატრონი უნდა იყოს”.
* * *
„ – ჩემო გოგი, ორი ინტელექტი ერთ გზაზე ვერ თავსდება, ყველა ინტელექტს საკუთარი გზა აქვს: ამ გზებს მოჩვენებითი პარარელურობა ახასიათებთ, სინამდვილეში კი ურთიერთდახრილები არიან – დაუსრულებლად ჰკვეთენ ერთმანეთს, რაც ზევით და ზევით მიდიან გზები, მით უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს, ჰკვეთენ და ბოლოს და ბოლოს, გოგი, ორი გზა რჩება, ორად ორი გზა, ორი კაცი, რომელთაც ადამიანის ხვედრი აღარ აკმაყოფილებთ და ღმერთებად გახდომა სწყურიათ. ორი საშიში ინტელექტი, ორი ავანტიურისტი საშინელი ლტოლვით მიისწრაფვიან იმ წერტილისაკენ, რომლის იქითაც მხოლოდ ერთი გზა მიდის, ერთადერთი გზა, ღმერთამდე მიმავალი გზა. და შენ წარმოიდგინე, გოგი, მე და შენ, ბავშვობის მეგობრები, ის ორი კაცი ვართ, რომელთაც ადამიანობა მობეზრდათ და ღმერთად გახდომა ისურვეს: მივდივართ ჩვენ-ჩვენ გზაზე და საცაა უკვე ერთიმეორეს უნდა დავუპირისპირდეთ, აქედან ერთმა უნდა განაგრძოს გზა, მხოლოდ ერთმა. რას იტყვი, დათმობდი რამეს?”
* * *
„და მაინც, ადამიანი არარაობაა!” – (ავტორი გენია.ჯი)