ამონარიდები გივი კარბელაშვილის მოთხრობიდან – „მოვდივარ და ვეღარ მოვედი”
„დედაშვილური სიყვარულის მოშურნეობა როგორ შეიძლება, სადა თქმულა, სად გაგონილა!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი რო მეორე ადამიანსა შრომასა და გარჯას არ აცლის, ხელ-ფეხში ებლანდება, იმასა ძაღლივით დაბმა უნდა უცილობლათა, ოღონდა თუ გაცოფდა და აიწყვიტა, სულ კეტითა და ქვით უნდა ჩაიქოლოს!”
* * *
„მაგაზე დიდი უბედურება რაღა არის, როცა კაცსა თავისი ტყუილი თვითონვე სჯერა”.
* * *
„სიბერეი უდარდელობა როდი ყოფილა”.
* * *
„ – დედაკაცს დიდი ძალა აქვს და თუ უკუღმართად გაიწია, უთუოდ დააჩიავებს თავის კაცსა, შინ დაჩიავებული კაცი კია გარეთაც აღარა მწამს რა – კაცი მაშინ არი კაცური, როცა ფუძე მტკიცე აქვს და ოჯახი გაწყობილ-გამართული”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ნეტაი იცოდნენ ახალგაზრდებმა, რა ბედნიერებაა ვაჟკაცი შვილის ფშვინვას რო უგდებს ყურსა დედაბერი! იმაი უფრო დიდი მადლი და ძალა აქვს, ვიდრე თოთო ბალღის თვინიერ ფშვინვასა – ის სულ სხვა არის, ისა თითქოს ერთმანეთთან გამოთხოვების ჩურჩულია, მაშა!”
* * *
„გაყვინიზება და უქნარობა ყველა უბედურების სათავეა – გოგოებსა აკახპებს, ბიჭებ კიდენა აცეტებს და აქსუებს, ფეხქვეშ მიწა ეცლებათ და ფუყე თავთავივითა ლუყურტდებიან, აღარცა ავი იციან, აღარცა სიკეთეი. გაკახპებული გოგო კიდენა იგეთივე მამისმკვლელია, როგორცა თავგზააბნეული ბიჭი. დედა უფრო ადვილად გუობს უხეირო შვილსა, გამრჯე მამა კია ზედ აკვდება იმი ადრდსა. გარეშე მტერი რო ვერას აკლებს, ეგეთი შვილი უცებ მოუღებს ხომე ბოლოსა”.