ამონარიდები ოთარ ჭილაძის რომანიდან – „რკინის თეატრი”
„შენ რომ თავს ვალდებულად თვლი, შეამჩნიო, ყურადღება აგრძნობინო სხვას, იმ სხვას, შეიძლება, საერთოდ არაფრად ეპიტნავებოდე შენ, შენი ყურადღებიანათ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცია და გუნება. ვინ გაიგებს სხვის ამბავს, ან ვისი რა საქმეა”.
* * *
„კაცს რომ ეშმაკი შეუჩნდება, სწორედ იმას გააკეთებინებს და სწორედ იმას ათქმევინებს, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვას”.
* * *
„ცხოვრება, ბუნებისა არ იყოს, სიცარიელეს ვერ იტანს”.
* * *
„ – ფარული თვისებების მატარებელი რამ გახლავთ სასჯელი, ქალბატონო. კაცის გარდაქმნის უნარი კი შესწევს, მაგრამ გამოსწორებისა რა მოგახსენოთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიყვარულის გრძნობისათვის არ არსებობს არავითარი წესი და საზღვარი, თავად ადგენს წესს, როგორც გვარის უხუცესი, და თავად იზომავს საზღვრებსაც, როგორც აღზევებული სახელმწიფო”.
* * *
„თუ კაცს არ გაუგე და არ აპატიე, გინდა აქეთ იყოს, გინდა იქით, მაინც ერთნაირად გაპირუტყვდება”.
* * *
„ასრულებული ოცნება ოცნება აღარაა. ის უკვე ოცნებიდან გამოჩეკილი სინამდვილეა”.
* * *
„სჯობია, გინდოდეს და არ შეგეძლოს, ვიდრე შეგეძლოს და არ გინდოდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)