ამონარიდები გივი კარბელაშვილის მოთხრობიდან – „გაფანტული სიცოცხლე”
„ – ყველა სიყვარულს თავისი ადგილი აქვს: დედას – დედისა, ცოლს – ცოლისა, შვილს – შვილისა და ქალს… ქალისა. ბევრ სიყვარულს გული ვერ იტევს, პატარაა! ცოლი დედას ებრძვის იმ პატარა გულში მეტი ადგილის მოსაპოვებლად, დედა რძალს არ უთმობს შვილის გულს, თავისი ადგილის შენარჩუნება უნდა. ორ სიყვარულს უჭირს ერთად…”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უპატრონო ქალი ეშმაკისაა…”
* * *
„ – ყველას მინისტრობა გნებავთ! მინისტრები ისედაც ბევრი გვყავს აქანა. საქმეს უნდა მოვკიდოთ ხელი, საქმეს, თვარა ყველა გარეშე საქმეთა მინისტრობას ფიქრობს, ყველა მესამეს შინაგან საქმეთა მინისტრი გონია თავი!”
* * *
„ – ხათრიანობას ხათაბალა რომ მოსდევს, არ იცი შენ?!”
* * *
„დედის წყევლა ზოგჯერ ლოცვაზე კეთილია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ოჯახი ადამიანს ხელ-ფეხს უბორკავს, ზოგჯერ შავ დღესაც მიაჩვევს ხოლმე…”
* * *
„ქალი ყველა ტკივილის მალამოა!”
* * *
„ფულის ანგარიში მეზობლებში კი არა, მამა-შვილში მოდის, დედა-შვილში მოდის”.
* * *
„ბუნებით დადგენილი სასირცხვილო არა არის რა”.
* * *
„დრო და ჟამი ამძიმებს ადამიანს, ხანმორეულებს უჭირთ მიჩვეული ადგილის მიტოვება. არც ყოფასა და რწმენას იცვლიან იოლად. შიშიც ნაკლები აქვთ გაურკვევლობის წინაშე – ეს არის სწორედ დროით მოტანილი სიბრძნე, სიცოცხლეში მოპოვებული ტოლუდები განძი”. – (ავტორი გენია.ჯი)