ამონარიდები ოთარ ჭილაძის რომანიდან – „რკინის თეატრი”

„ადამიანს, ნებისმიერი ცხოველივით, დატყვევების უფრო ეშინია, ვიდრე თავად ტყვეობისა! აივანზე გასულ კაცს კარი რომ დაუკეტო ხუმრობით, მაშინვე აწრიალდება, მუშტებით ჩამოიღებს კარს, თითქოს კიდევ ერთი წუთით თუ შეყოვნდა აივანზე, ქვეყანა დაიქცევა, თუმცა, კარი რომ არ გადაგეკეტათ იმისთვის, ვინ იცის, როდის გაუჩნდებოდა ოთახში შემობრუნების სურვილი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„გაჭირვების გამო გაყიდული ნივთი სინამდვილეში გაცილებით მეტი ღირს და კიდევ უფრო მეტი ეღირება ხვალ”.

* * *

„ჯერ გულში ჩაიხედე და მერე ისე ესროლე სხვას ქვა”.

* * *

„თავისუფლება იმიტომაა თავისუფლება, იმაზე ფიქრით რომ არ აიტკიო თავი, ვისთან რა ვთქვა და როგორ ვთქვაო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მინდვრის თაგვი რომ მინდვრის თაგვია, ისიც ირჩევს ადგილს, ისიც ცდილობს უკეთესად მოეწყოს”.

* * *

„ – სიყვარული – ვერაგი, გულღრძო, სისხლისმსმელი სიყვარული – სრულებითაც არაა საკმარისი ერთად ცხოვრებისთვის, პირიქით, სიყვარული ყველაზე დიდი ჯებირია ორ სულელს შორის, რომლებსაც ერთად ცხოვრება განუზრახავთ სიყვარულის ანაბარა. პირველ რიგში სიყვარული უნდა დაანგრიო, სახლი რომ აიშენო, ავეჯი რომ შეიძინო, კედლები რომ მოკაზმო, და, მტრების გულის გასახეთქად, ზიზილპიპილოებით გამოტენო კარადის თაროები”.

* * *

„ჭორი სიმართლეზე მომხიბვლელია”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>