ამონარიდები ოთარ ჭილაძის რომანიდან – „რკინის თეატრი”
„გალიაში, თუნდაც ოქროს გალიაში დამწყვდეული ჩიტის ხმა ჭიკჭიკად იმას ეყურება, ვისაც წყევლის გაგონება არ უნდა, არ სიამოვნებს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – იცი, რას გეტყვი, მამაჩემო? თქვენი კანონი იმათ კი არ უნდა დევნიდეს, ვინც თავს იკლავს, ანდა ციხეში არ გიჩერდებათ, არამედ იმათ, ვინც თავის მოკვლასა და გაქცევას აიძულებს მათ”.
* * *
„უმალ შენ დაგივიწყებენ, ვიდრე შენს მიერ ჩადენილ შეცდომას”.
* * *
„ჭეშმარიტად შენი სახლი ის არის, სადაც ყველაზე მძაფრად, ყველაზე მტკივნეულად გრძნობ, რა დაგიკარგავს და რა შეიძლება დაკარგო კიდევ”.
* * *
„ამას გულისხმობს სწორედ მონანიება: ზედმეტი ხარ, მაგრამ კი არ გარბიხარ, ითმენ, უძლებ, უჩუმდები, უჩერდები”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თავისუფლება ლამაზი ქალივითაა: როცა შენთან არის, ვერ აფასებ!”
* * *
„შეყვარებული ადამიანი ყოველთვის მთელი თავით მაღლა დგას თავის თანამედროვეობაზე”.
* * *
„ – განა შეიძლება შეცდომის გამოსწორება? განა საჭიროა შეცდომის გამოსწორება? განა შეიძლება სიქალწულის ამოკემსვა? ვისაც შეცდომის გამოსწორება შეუძლია, ის არც ჩაიდენს შეცდომას, უშეცდომოდ ცხოვრობს, მაგრამ ისეთი უხამსი აზრები უტრიალებს თავში, პორტის მეძავი გაწითლდება”.
* * *
„გიჟისთვის ისევე აუცილებელია სიგიჟე, როგორც ქათმისთვის – საქათმე”.
* * *
„კეთილი ინებე და პატივი ეცი სხვისას!” – (ავტორი გენია.ჯი)