ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „მგზნებარებით ჩაფერფლილი გულები”

„ქართლი და კახეთი ვის გაუყვია, თუ არა მტერსა ჩვენსა”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„გამხელილი დარდი აუგად უბრუნდება მოდარდეს”.

* * *

„ქალი უკაცოდ იგივეა, რაც ვარდი უბულბულოდ და ბულბული უვარდოდ”.

* * *

„არა ლექსით, არამედ ხმლით, ცივი სიბრძნით და თბილი სისხლით გვმართებს ქვეყნის მოვლა”.

* * *

„უსასყიდლოდ, უთავმდებოდ, უანგარიშოდ მსხვერპლსა თვისას არავინ გაიღებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სიყვარული ხორციელი არ ეკრძალვის არცა მეფეს, არცა მეჯინიბეს”.

* * *

„დავა ეკლესიაში არ ეგების”.

* * *

„ესე უნებებია ღმერთსა და ბუნებას, ლამაზი ქალი საკუთრება არ შეიძლება იყოს ვინმესი, ერგების ყველას, ვინცა ხელთიპყრობს!”

* * *

„ერთმორწმუნეობა არა კმარა სისხლის ფასად, აგრე იყო, აგრე არს და აგრეც იქნება”.

* * *

„იყო ცხოვრება, კაცი და ადამიანი თავისი ფიქრით, განცდით, ტანჯვით, მამულით, ერთგულებით და კაცური მოკვდავური ვნებათაღელვითაც, ურომლისოდაც სიცოცხლე ბრიყვებსა და საჭურისებს ძალუძთ, არსებობა კი ყველა ჩიასა და გამოფიტულს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება