ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „მგზნებარებით ჩაფერფლილი გულები”
„ – ჰაი დედასა! რაოდენ მრუდეა და დახლართული ზოგი ქართველი შრომისა და ჯაფის დროს და რაოდენ სწორდება იგი სამშობლოსა და მამულის გადასარჩენად”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – განა არ იცი, რომ დღეს საკუთარი თავის გარდა არავის ნდობა არ შეიძლება”.
* * *
„ვინც ჭამა არ იცის მადიანი, არცა ბრძოლა და შრომა ძალუძს სარგები თუ საჩინო”.
* * *
„ღონიერი კაცი ყოველთვის ღონივრად იქმს”.
* * *
„სიმართლის ქმნა ღვთის ნება არის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყოველი გამოაშკარავებული სიბრძნე და სიკეთე შურს აღვივებდა ყველა მსმენელსა თუ მაცქერალში, ყველგან უკლებლივ, ყველა მიწაზე, ქართველთაზე კი ერთი ათად მატულობდა ის მადლცხებული, რამეთუ იგი და სწორედ იგი იყო კაცის დაღუპვისაც, მაგრამ მისი ამაღლებისა და მშვილდად მოზიდვის უპირველესი და უტყუარი საწყისი… შური იყო ის დიდი ძალა, რომელიც სწორედ აბრმავებდა, გონებას უბინდავდა მოშურნესა და ამხნევებდა, აძლიერებდა, ამაღლებდა, შთააგონებდა შურნაკრავს”.
* * *
„…ორგული მაინც ორგულია, თუმცა მხდალმა და ორპირმა შიშითაც იცის გაორგულება…”
* * *
„სიკვდილი რა ბედენაა, ოღონდ… ტყუილად სიკვდილი არ არის საჭირო?!”
* * *
„უძლური და სუსტი ვერა, ვერასოდეს იქნება ვერცა მეფე, ვერცა პოეტი ძლიერი”. – (ავტორი გენია.ჯი)