ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „მგზნებარებით ჩაფერფლილი გულები”

„ – პატრონს ისე უნდა მოექცე ყოლიფერში, რომე არ იფიქროს ჩემზე ძლიერია, ჩემზე მარჯვეა ან ჩემზე ჭკვიანიაო. მაგას რომ იფიქრებს ბატონი, იგი ყოველთვის დაჩაგრავს ყმას”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სიმუხთლის მოთმენა ყველაზე დიდი სიბრძნეა”.

* * *

„საქართველოს გაერთიანებას დიდი სიბრძნე, სიდინჯე და ხანი სჭირდება”.

* * *

„ძმათა ხელით იხოცებოდნენ საქართველოს შვილნი, ეს იყო ყველაზე დიდი და უბადლო თავზარი, ქართულ მიწას რომ ატყდებოდა დრო და დრო”.

* * *

„მძიმე იყო მეფობა კაცისა, როცა სიხარბე, სიმრუდე, შური და ფლიდობა მეფობდა ქვეყნად, ორპირობა, სამპირობა თუ მრავალპირობა იყო მტერი საქართველოსი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ზოგიერთს რომ ჭკვა ჰქონდეს, თავის უპირატესობას დამალავდა”.

* * *

„ძმათა სისხლისღვრა გვაკლია ქართველთ?!”

* * *

„ეშმაკს არ უნდა აჰყვეთ, ადამიანო! წაიბილწებით, ჯოჯოხეთში ამოჰყოფთ თავს!”

* * *

„სანამ იტყოდე, დაფიქრდი, ენაზე რაც მოგადგება, ყველაფერი როდი უნდა მოროშო”.

* * *

„ღმერთო დიდებულო, შენ უშველე ადამიანს, გამგელებულ, გააფთრებულ ადამიანს ჩვენის დროისა!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება