ამონარიდები ონორე დე ბალზაკის რომანიდან – „ოცდაათი წლის ქალი”
„ – დამიჯერე, ცოლს ნუ შეირთავ. ეჰ, ლამაზ ცოლს შეირთავ და ბოლოს დაუშნოვდება, ჯანმრთელ ქალს შეირთავ, ბოლოს და ბოლოს დასნეულდება, იფიქრებ, ვნებიანიაო, და თურმე ცივი ყოფილა, ანდა გარეგნულად ცივი ჩანს, სინამდვილეში კი ისეთი ვნებააშლილია, რომ მთლად დაგღუპავს ან პატივს აგხდის. თვინიერი ქალი უსათუოდ უჯიათი ხდება, სამაგიეროდ უჯიათი არასოდეს მოთვინიერდება. ხანდახან გოგონა, რომელიც ტუტუცი და სუსტი არსება გეგონება, ნამდვილ რკინის ნებისყოფას და დემონურ ჭკუას იჩენს შენს წინაშე. მომაბეზრა თავი ოჯახმა!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კურტიზანმა ქალმა არც საგანთა ღირებულება იცის, არც ადამიანთა ფასი, და იმდენად სარგებლობს ამით, რამდენადაც სჭირდება”.
* * *
„ქალები დაჯილდოებულნი არიან შეუდარებელი ნიჭით ყოველგვარი მაღალფარდოვანი სიტყვების დაუხმარებლად გამოთქვან თავიანთი გრძნობები. მათი მჭერმეტყველება განსაკუთრებით კილოში, მოძრაობაში, მანერებსა და გამოხედვაში გამოიხატება”.
* * *
„თუ გინდა საზოგადოებამ უპირატესობა მოგანიჭოს, უნდა ივალდებულო იმ პირობათა მხარდაჭერა, რომელთა წყალობითაც ეს საზოგადოება არსებობს”.
* * *
„რა საძაგლობაა გაანგარიშებული ალერსი, რაოდენ შეურაცხმყოფელია ცივი კოცნა?!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„იმაზე უფრო ძნელი ასატანი არაფერია მგრძნობიარე კაცისათვის, როგორც იმის ცქერა თუ როგორ სტანჯავს სნეულება საცოდავ არსებას, რომელთანაც წლების განმავლობაში დაკავშირებული ხარ…”
* * *
„ბევრად უმჯობესია თვითონ დამორჩილდე ნიჭიერ კაცს, ვიდრე რეგვენს უხელმძღვანელო”.
* * *
„უწინდელ დროში სიყვარულიც კარგი იცოდნენ და სიკვდილიც, თუ ეს საჭირო იყო”.
* * *
„ყველა გრძნობას თავისი ხანმოკლე თუ ხანგრძლივი დიადი დღე გააჩნია”.
* * *
„ვხედავ, თვით უკეთილესი გულებიც კი სასტიკნი არიან ხანდახან”. – (ავტორი გენია.ჯი)