ამონარიდები ონორე დე ბალზაკის რომანიდან – „ცეზარ ბიროტო”
„ – უცნაური არ არის, ჩემო ცოლო, რომ ადამიანი კეთილი საქმეებისათვის ყოველთვის ისჯება, ცხადია ამქვეყნად”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უბედურება საფეხურია გენიოსის ამაღლებისათვის, ქრისტიანისთვის გამწმენდი ემბაზია, მოხერხებული კაცისთვის განძია, სუსტი ადამიანისთვის კი უფსკრული”.
* * *
„ყველა წესიერი ადამიანი ღირსია ერთნაირი პატივისცემისა”.
* * *
„ნამდვილი მეცნიერები, ეს ჭეშმარიტად დიდი ადამიანები, სიცოცხლეში არასოდეს სარგებლობენ სახელით, რომლის ღირსნიც უთუოდ არიან თავიანთი დიდად მნიშვნელოვანი, თანამედროვეთათვის გაუგებარი შრომებით”.
* * *
„უხეირო ადამიანის ინტერესი არავისა აქვს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საზოგადოება ყოველთვის უფრო მიღწეულ შედეგს უწევს ანგარიშს”.
* * *
„კეთილშობილი საქმეების გულისთვის ყოველგვარ უვიცობას ვურიგდებით”.
* * *
„პატივმოყვარეობა სხვას დაანებე”.
* * *
„ახლა ისეთი დროა, რომ შეიძლება მთლად დაიბუგოს კაცი პოლიტიკაში”.
* * *
„შიში თითქმის ავადმყოფური მოდგომარეობაა ორგანიზმისა და ისე ძლიერ შეარყევს ხოლმე ადამიანს, რომ მისი მოქმედების უნარი უმალ ან უკიდურეს დაძაბულობას იწვევს, ან ძალების სრულ დაცემას”. – (ავტორი გენია.ჯი)