ამონარიდები ონორე დე ბალზაკის რომანიდან – „ცეზარ ბიროტო”

„ – ბატონო ჩემო, არაფერი კეთდება არაფრისგან და არაფერი კეთდება არაფრისთვის, – ეს არის ერთი ყველაზე უფრო სწორი კანონი ბუნებისა, როგორც ზნეობრივი, ისე ფიზიკური”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ყველაზე უფრო მთავარი და გადამწყვეტი ნაბიჯი ქალის ცხოვრებაში სწორედ ის არის, რომელსაც თვითონ ის უმნიშვნელოდ სთვლის”.

* * *

„ყოყლოჩინობა იმათ დაუტოვეთ, ვისაც სხვა არაფერი აქვთ თავმოსაწონი”.

* * *

„მხოლოდ გარკვეულ ასაკში იცის ზოგიერთი დახვეწილი გემოვნების ქალმა, როგორ აამეტყველოს თავისი გარეგნობა”.

* * *

„თუ თქვენთვის ცხოვრება მხოლოდ ზედაპირზე მსუბუქად ფრენაა, მაშინ ეს სწორედ თქვენი სამყაროა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„საზოგადოება ულმობელია”.

* * *

„მშობლების დაკარგვა ისეთია დარდია, რომლისთვისაც თვითონ ბუნებამ შეამზადა ადამიანი. ფიზკური ტკივილი წარმავალია და არ ეხება სულს, ხოლო თუ ეს ტკივილი შეუპოვარია, მაშინ ტკივილი კი არა, სიკვდილია”.

* * *

„არის აზრები, რომელთაც ვემორჩილებით, თუმცა არ გვესმის: ისინი შეუცნობლად არსებობენ ჩვენში”.

* * *

„ქალს მრავალი საიდუმლო აქვს კეკლუცობისა და მათ ათასი საბურველის ქვეშ მალავს”.

* * *

„მომეცით ნება, ჩემს გემოზე ვიცხოვრო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>