ამონარიდები ონორე დე ბალზაკის რომანიდან – „ცეზარ ბიროტო”

„ – მე თვითონ საქმიანი ადამიანი ვარ და მესმის, რომ ყველა მოსაზრება უძლურია ერთი უმაღლესი მოსაზრების – ფულის წინაშე!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„განა შეიძლება ისე წაიწიო წინ, თუ ადამიანები არ აალაპარაკე?”

* * *

„ეს ერთმა მონარქმა, გონებამახვილმა კაცმა და უდიდესმა პოლიტიკოსმა თქვა, საქმეებში სიზუსტე მეფეთა ზრდილობააო”.

* * *

„მეცნიერებაში ღრმად წასული ადამიანები ყველაფერს ივიწყებენ – ცოლსაც, მეგობრებსაც, მათ მიერ გაბედნიერებულ ადამიანებსაც”.

* * *

„რაოდენ შორსმჭვრეტელნი არიან გენიალური ადამიანები! მათ თვალებს სულ მცირე რამაც არ ეპარება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მყიდველს ყველაფერი მაცდუნებელი უყვარს”.

* * *

„თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენად ჭირვეულია საზოგადოება”.

* * *

„მეგობარი მაშინაც კი გვზოგავს, როცა გვიწყრება”.

* * *

„ყოველი ადამიანი ვინმეს აწამებს: ცოლს, შვილს, მდგმურს, ნოქარს, ცხენს, ძაღლს, ან მაიმუნს, და მათზე ანთხევს ბრაზს”.

* * *

„ – ეჰ, საიქიოს, ამბობენ, ყველანი თანაბარნი ვიქნებითო – მეფეებიცა და მეწაღეებიც”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>