ამონარიდები დავით ასკურავას მოთხრობებიდან…
„ – ტიტულები და თანამდებობები რომ შველიდეს საქმეს, ვორონცოვს უნდა დაეწერა „მერანი” და არა ნიკოლოზ ბარათაშვილს”. – (ჩქარი მატარებელი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჭკუის დარიგება რთული საქმეა”. – - (ჩქარი მატარებელი)
* * *
„შეუცნობელ სივრცეებში გაფანტულ პრობლემათა ძიებამ, ტექნიკურ საშუალებათა არნახულმა განვითარებამ, ადამიანს უნებილედ ჩამოაცილა სულიერი საწყისის გარკვეული უნარი. რიგ პრობლემათა გადაჭრაში მიღწეულმა წარმატებებმა ცალმხრივად გაზარდეს ადამიანის მიდრეკილებები, რაც, უპირველესად, სულის ხვედრითი წონის ხარჯზე მოხდა”. – (ჩქარი მატარებელი)
* * *
„ – რა ოხრობისთვის ვაკვლევინებთ, კაცო, ამ სატიალე ღვინოს თავს!” – (მკვლელობა დუმილით)
* * *
„ – პარალელებით სულდგმულობს ტურისტი. პარალელები რომ არა, სისულელეა ორი-სამი კვირით უცხო ქვეყანაში ჩასვლა. განა ბევრს დაიხსომებ? პარალელები კი სულ სხვა რამ არის, ნაცნობსა და ახლობელს მიამსგავსებ თვალფრენით ნანახს. – (შეხვედრა ვენაში)
* * *
„ – ეჰ, ბედი უნდა, ბიძია, ყველაფერს!” – (დაპირება) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ცვლილება თავისთავად სიახლეა. სიახლე კი რაღაცის მოლოდინს ბადებს”. – (ჩქარი მატარებელი)