ამონარიდები ედგარ რაის ბეროუზის რომანიდან – „ტარზანი”
„დადგება დრო, როცა მოთმინება დანაშაულს გაუტოლდება”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დიდი ხნის განმავლობაში უსამართლოდ დაჩაგრული ჭიაც კი ერთხელაც იქნება და თავს წამოყოფს!”
* * *
„ყველა ოხერს თავი ადმირალი ჰგონია”.
* * *
„ჭეშმარიტად, ხალხი უფრო სულელი და უფრო სასტიკია, ვიდრე ტყის ბინადარნი”.
* * *
„ცნობისმოყვარეობა საერთოა როგორც ადამიანისათვის, ასევე ცხოველებისათვისაც”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზოგიერთს ჰგონია უმდაბლეს არსებებს ადამიანისაგან განსხვავებით ბუნება ყნოსვის საგანგებო უნარით აჯილდოებს. მაგრამ ეს ასე არ არის, ყველაფერი განვითარებაზეა დამოკიდებული”.
* * *
„ბავშვს შეუძლია ნაცნობობა და ურთიერთობა გააბას მრავალ უცნაურ და პრიმიტიულ არსებასთან, მაგრამ მოზრდილ ადამიანს აუცილებლად სჭირდება ასე თუ ისე თანაბარი გონების მქონე არსება, რომელთანაც შემდეგ მეგობრობა დააკავშირებს”.
* * *
„ადამიანის ცხოვრება არცთუ იმდენად არის დამოკიდებული მისი გრძნობების სრულყოფილებაზე. განსჯის უნარმა იგი გაათავისუფლა მრავალი მოვალეობისაგან. მისი გრძნობები გარკვეულწილად დაჩლუნგდა, ისევე, როგორც ყურებისა და თმის მამოძრავებელი კუნთები გადაგვარდნენ და განუვითარებელნი დარჩნენ გამოუყენებლობის და უფუნქციობის გამო”.
* * *
„ოდნავ მფეთქავი სიცოცხლის მიუხედავად, ზოგჯერ აზრი აღარა აქვს გადარჩენას და სიკვდილი მხოლოდ ხსნაა”.
* * *
„ღიმილი სილამაზის საფუძველია”. – (ავტორი გენია.ჯი)