ამონარიდები ანტონ ჩეხოვის მოთხრობებიდან…
„ – ძნელია ახლა ისეთი ადამიანის პოვნა, რომ არ სვამდეს და წესიერი კაცი იყოს… ადამიანი, რომელიც მუშაობს… ძნელია!” – (უნებლიეთ თაღლითნი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ადამიანი, არის მტვერი, მირაჟი, ფერფლი, მოჩვენებითია მისი სიდიადე, ოცნებაა, ბოლია, შეუბერე ერთხელ სული და აღარაფერი აღარ დაგრჩება!” – (ადამიანის საუბარი ძაღლთან)
* * *
„ყოველგვარ უმნიშვნელო სიტყვას გააჩნია, ასე ვთქვათ, თავისი საიდუმლო”… – (ქორწილი გენერლით)
* * *
„სახლში მთავარი – წესრიგია”. – (უნებლიეთ თაღლითნი)
* * *
„იმაზე უარესი რა იქნება, როდესაც ნასვამი ხარ და მისატანებელი არაფერი გაქვს”. – (ქვეყნისათვის უხილავი ცრემლები) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ქალი სხივმოსილი წერტილია, ადამიანის გონებაში აღბეჭდილი, მაგრამ მას კაცის დაღუპვაც შეუძლია”. – (უნებლიეთ თაღლითნი)
* * *
„სიყვარული ბალანი არ არის, ერთბაშად ამოიგლიჯო”. – (დიპოლომატი)
* * *
„ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის ნებაზე იაროს. შეგიძლიათ მოქიცეთ თქვენი სურვილისამებრ”. – (სასიძო და საძლოს მამა)
* * *
„ – შეშლილებს, გესმის, ქორწინება აკრძალული აქვთ. გამიწიე ძმობა და მომეცი ცნობა, რომ შეშლილი ვარ.
- ცოლის შერთვა არ გინდა?
- არაფრის გულისათვის!
- ამ შემთხვევაში ვერ მოგცემ ცნობას, – თქვა ექიმმა და ნატკენ თავზე ხელი მოისვა, – ვისაც ცოლის შერთვა არ უნდა, ის შეშლილი არ არის. პირიქით, ძალზე ჭკვიანია. აი, როდესაც ცოლის შერთვა დააპირო, მოდი ჩემთან, მაშინ ცხადი იქნება, რომ შეშლილი ხარ და, რა თქმა უნდა, ცნობასაც მიიღებ”. – (სასიძო და საძლოს მამა)
* * *
„ამ ქვეყანაზე აბსოლუტურად ბედნიერი არა არსებობს რა. ჩვეულებრივი ბედნიერება თავის თავში ატარებს საწამლავს, ან არადა გარედან იწამლება რაიმეთი”. – (ბოროტი ბიჭი) – (ავტორი გენია.ჯი)