ამონარიდები ანტონ ჩეხოვის მოთხრობებიდან…

„ – რა ხალხია! მოდი ახლა და მაგათ ასიამოვნე! განა ღირს სამსახური, შრომა? ძალაუნებურად ყველაფერს მიაფურთხებ და ლოთობას მიყოფ ხელს. არაფერს აკეთებ – გიჯავრდებიან, დაიწყებ კეთებას – ისევ გიჯავრდებიან… დავლიოთ!” – (რა ხალხია!) – (ავტორი გენია)

* * *

„ – რა არის გული? ეს ანატომიური ცნებაა. და თუ ეს პირობითი ტერმინია იმის გამოსახატავად, რასაც გრძნობები ეწოდება, – მე ამას არა ვცნობ”. – (დრამა)

* * *

„ადამიანმა თავი ლომებზე, ვეფხვებზე და ვარსკვლავებზე მაღლა უნდა დააყენოს. იმაზე მაღლაც, რაც შეუცნობელი და სასწაულებრივი გგონია, თორემ ის ადამიანი კი არა, თაგვია, თაგვი, რომელსაც ყველაფრის ეშინია”. – (სახლი მეზონინით)

* * *

„სილამაზეს ჭკუა არ გააჩნია”. – (საქმე მოგვარდა)

* * *

„ – კარგი აღზრდა ის კი არ არის, სუფრაზე საწვნე არ წააქციო, არამედ ის, რომ არ შეიმჩნიო, თუ ამას ვინმე ჩაიდენს”. – (სახლი მეზონინით) – (ავტორი გენია)

* * *

„ანდაზა ამბობს: ერთმანეთისა ბაძვითა, სახლი აივსო ნაგვითაო”. – (სასამართლოში)

* * *

„ხელს ნუ ვახლებთ ძველსა და ჯერ კიდევ მოუშუშებელ იარებს!” – (დრამა)

კომენტარის დატოვება