ამონარიდები სოფოკლეს ტრაგედიიდან – „ოიდიპოსი კოლონოსში”
„შვილს, რომელიც მშობლებზე ზრუნავს, მათდამი გარჯა არც კი უნდა მიაჩნდეს გარჯად”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„განა გიხილავს მოკვდავი კაცი ღმერთისგან მონიშნულ ბედს გაჰქცეოდეს?”
* * *
„ – ვფიქრობ, რომ ათასის ნაცვლად თვით ერთი სულიც იკმარებს, თუ ერთგული იქნება საქმით”.
* * *
„ტყუილს, სანაცვლოდ ტყუილმიგებულის, ტანჯვა თუ მოაქვს მისი მთქმელისთვის”.
* * *
„ბოროტ წყენაზე შურისგებას აროდეს დასჯის, იცოდე, ბედი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სწორედ ცოდნა იძლევა იმის პირობას, ფრთხილად ვიყოთ ყოველ საქმეში”.
* * *
„ – ვიცი, რომ კაცი ვარ და რომ ამიტომ, ხვალინდელ დღისგან შენსაზე მეტს არაფერს ველი”.
* * *
„მარტოოდენ ღმერთებს არ უწევთ სიბერე და ანდა სიკვდილი. სხვას კი ყველაფერს ჟამი მუსრავს ყოვლისმძლეველი”.
* * *
„მკვდარს არ შეძრავს ტანჯვა მარტოდენ”.
* * *
„ძლიერ წადილს მადლიც თან ახლავს”. – (ავტორი გენია.ჯი)