ამონარიდი ანტონ ჩეხოვის მოთხრობიდან – „დიპლომატი”

„გაზაფხულია! მოვდივარ ბულვარზე და კარგად ვგრძნობ თავს! დამოუკიდებელი, ქვრივი კაცი ვარ… საითაც მინდა, იქით წავალ… მინდა ლუდხანაში შევალ, მინდა კონკით გავისეირნებ და ვერავინ გამიბედავს გაჩერებას, შინ არავინ მიტირის… არა, ჩემო ძმაო, ქვრივის მდგომარეობას არაფერი სჯობია… სრული თავისუფლება! სუნთქავ და გრძნობ, რომ სუნთქავ! მივალ ახლა შინ და მორჩა, ვერავინ ვერ გამიბედავს მკითხოს სად ვიყავი… ჩემი თავის ბატონ-პატრონი ვარ… ბევრი, ჩემო ძმაო, აქებს ოჯახურ ცხოვრებას, მე რომ მკითხო, კატორღაზე უარესია… მოდები, ტურნირები, ჭორიკანობა, წივილ-კივილი… დროგამოშვებით სტუმრები… ბავშვები წამდაუწუმ მოძვრებიან ამ ქვეყანაზე… ხარჯები… ფუჰ!”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>