ამონარიდები გიორგი ლეონიძის მოთხრობებიდან…
„დაიწვას ცარიელი ჯიბე!” – (ნიშარძეულის წყალი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დიდი მშრომელი ხალხი ყოფილა ჩვენი წინაპარი ქართველობა! შეხედეთ, ჩვენს სამშობლოში პატარა გორაკიც კი არ არის, რომ ზედ არ იდგეს ტაძარი, ციხე-კოშკი, სიმაგრე! დიდი ოფლია დაღვრილი, დიდი! ეს უნდა გვახსოვდეს. მარტო ყანწის ტრიალი კი არ ვიცოდით!” – (ჩორეხი)
* * *
„უმეგობრო კაცი ავადმყოფია, ბოროტი აგებულებისაა, რა უნდა გაიხაროს საცოდავმა ამ ქვეყანაზე, ფიფქივით დადნება!” – (ჭამპურა)
* * *
„მართლაც და, უპაემნო რა კაცია? უმიჯნურო სიარული რა ცხოვრებაა!” – (ნიშარძეულის წყალი)
* * *
„ვაი, სადა ხარ, სირცხვილო, ვაი, ადამიანის გაღორებას!” – (ბუნბულა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რა ძნელია, რა ძნელი, ყველაფრის გაქარწყლებანი?” – (ნიშარძეულის წყალი)
* * *
„ღმერთო, ჩვენსკენ მოღერებული ხანჯალი დაუმოკლე ჩვენს მტერს!” – (ბუნბულა)
* * *
„ადამიანს რომ შეხვდები, მარტო საქმეზე კი არ უნდა ელაპარაკო, გუნებიერად მოიალერსე, გუნება მოიმყუდროვე, ორივეს ჯანი და აგებულობა დაგიმშვიდდებათ!” – (ბუნბულა)
* * *
„ – გეჯერებოდეთ, ძმებო, ქვეყანაზე კაი კაცი არ დაილევა!” – (ჭამპურა)
* * *
„ – ვენაცვალე საქართველოს! რა მომცემი მიწაა! რძეც წასდის და თაფლიც! ჩვენი ბუნება ერთი ხელით ოქროს ჰყრის, მეორეთი – ვერცხლს! ღალიანი მიწაა, მაგრამ თვითონ ჩვენ, ქართველობა, რათა ვართ გადამწირული?” – (ჩორეხი) – (ავტორი გენია.ჯი)