ამონარიდები გავრილ ტროეპოლსკის მოთხრობიდან – „თეთრი ბიმი, შავი ყური”

„არიან სუფთა გულის უბრალო ადამიანები, „შეუმჩნეველნი” და „პატარები”, მაგრამ მათ უზარმაზარი გული აქვთ. სწორედ ისინი ამშვენებენ ცხოვრებას. რადგან ისინი იტევენ ყველაფერს, რაც კი კაცობრიობაში საუკეთესოა – სიკეთეს, უბრალოებას, ნდობას”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ბუნება არავის არჩევინებს მშობლებს”.

* * *

„ბუნება ყველაფერს მტკიცე კანონის მიხედვით ქმნის: ურთიერთაუცილებლობის კანონით. ეს კანონი ყველა საფეხურზე მოქმედებს – უმარტივესიდან დაწყებული – მაღალგანვითარებულ ცხოვრებამდე”…

* * *

„წარსული სიზმარსა ჰგავს”…

* * *

„ო, მოუსვენარო ადამიანო! დიდება შენ, ვინც მარად ფიქრობ და იტანჯები მომავლისათვის!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ასე ხდება: კაცი სასიხარულო დღეს ელოდება და უსიამოვნებას კი გადაეყრება ხოლმე. რა გაეწყობა, ხდება”.

* * *

„ყველა ვალდებულია იმუშაოს. მე ასე მგონია”.

* * *

„მკვდრები ცოცხლებთან რჩებიან. რჩებიან მათთან, ვისაც ისინი უყვართ. ეს არის მხოლოდ, რომ ისინი არ ხუცდებიან და ცოცხლების გულში მარად ახალგაზრდები რჩებიან”.

* * *

„ხანგრძლივი მარტოობის დროს პიროვნების გაორება გარდაუვალია”.

* * *

„მლიქვნელობას შეუძლია ყველაფერი სიყალბედ აქციოს – სიკეთეც, ნდობაც და ალერსიც. საშინელი თვისებაა მლიქვნელობა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>