ამონარიდები ანტონ ჩეხოვის მოთხრობებიდან…
„ყოველი ადამიანის დანიშნულებაა, ეძიოს სიმართლე, ცხოვრების აზრი”. – (სახლი მეზონინით) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – არა, ქორწინება სახუმარო საქმე როდია… ჯერ მომავალი, პასუხისმგებლობა, მოვალეობა უნდა აიწონ-დაიწონოს… რომ მერე რაიმე არ მოჰყვეს”… – (კაცი ფუტლიარში)
* * *
„თუ ერთხელ ადამიანმა რაიმე მიზნად დაისახა და აიკვიატა, მორჩა, ვერაფერს უშველი”. – (კინკრიჟა)
* * *
„ – ახ, თავისუფლება, თავისუფლება! მისი ნასახი, მისი შესაძლებლობების პაწია იმედიც კი თითქოს ფრთას ასხამს ადამიანს. განა ეს ასე არ არის?” – (კაცი ფუტლიარში)
* * *
„ეკლესიაში ღმერთი ცხოვრობს”… – (გლეხები) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საქმე პესიმიზმი და ოპტიმიზმი კი არაა, არამედ ის, რომ ასი კაციდან ოთხმოცდაცხრამეტს თავში ჭკუა არა აქვს”. – (სახლი მეზონინით)
* * *
„ – რა საძაგელი და ბოროტია ზოგი ადამიანი!” – (კაცი ფუტლიარში)
* * *
„სოფლის ცხოვრებას თავისი ეშხი და ლაზათი აქვს”. – (კინკრიჟა)
* * *
„შინ სნეულებაც ადვილი ასატანია”. – (გლეხები)
* * *
„როცა ადამიანი შეიგნებს თავის ჭეშმარიტ დანიშნულებას, მაშინ მას მხოლოდ რელიგია, მეცნიერება და ხელოვნება დააკმაყოფილებს და არა სისულელეები”. – (სახლი მეზონინით) – (ავტორი გენია.ჯი)