ამონარიდები როსტომ ბეჟანიშვილის რომანიდან – „ჯარისკაცის ბედი”
„მშობლის თვალი ქორივითაა, რა გააძღებს. სხვა ყველაფერში მშიერიც რომ იყოს, კმაყოფილია მშობელი, ოღონდ მეტი ლუკმა შეაჭამოს შვილსა… ერთშია გაუმაძღარი – შვილის სიყვარულში. არც დაიძრახება”… - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„იმედიც და ბედიც კაცმა თვითონ უნდა შეუქმნას თავს! გეურჩება, ჩაავლე ყურში ხელი და მოათრიე”…
* * *
„შრომამ თუ ბრძოლამ გატაცება იცის, გატაცებამ კი თავდავიწყება”.
* * *
„ჩვენი ხალხი მღერის „მუმლი მუხასაო”, ეს დიდებული ჰიმნია სამშობლოს სიყვარულზე, იგი ხალხის გენიით არის შექმნილი”.
* * *
„ყველაფერმა შეჩვევა იცის, ჭირმაც და ლხინმაც. ასეთია ადამიანი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – სამშობლოს ქვაც, ხომ იცი, მარგალიტია”.
* * *
„იცოდე, ბედნიერებასაც და მომავალსაც მოპოვება უნდა”.
* * *
„წყლის ჭვრეტა ყოველთვის ჩააფიქრებს ადამიანს, ან წარსულს გაახსენებს, ან მომავალზე შეუტოკებს გულს”.
* * *
„ – ზოგი კაცი, შენი ჭირიმე, ბუნებით გულღრძო გამოვა, აქაო და ჭამა მინდაო, ის ოჯახქორი, ჯერ თავის სამუცლეს იმარაგებს, მერე ფიქრობს ქვეყნისათვის. ეგეთ უგვანოსა და არამ კაცს თუ თავისავით დიდპირა ძმაკაცი გამოუჩნდა, პირობას შეკრავენ და ერთად დაუწყებენ ხალხის ნაოფლარს ჭამასა. სჭამენ, სჭამენ… შენც არ მომიკვდე, ნუ გგონიათ უმადურობით ლუკმა ყელზე დაადგეთ, ან სირცხვილმა დასწვას, კაცურმა ნამუსმა შეაწუხოს”…
* * *
„მტრობა ნემსით იწყება და ტახტით მთავრდება”. – (ავტორი გენია.ჯი)