ამონარიდები ჯეკ ლონდონის რომანიდან – „დიდი სახლის პატარა დიასახლისი”

„ის შევნიშნე ამქვეყნად მით უფრო, რომ, როცა არჩევანი არ შეიძლება, რაც არის, იმით უნდა დაკმაყოფილდე. ასე დაემართა ადამს, როდესაც ევა აირჩია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რაც მეტს ფილოსოფოსობს ადამიანი ცხოვრებაზე, მით უფრო ნაკლებს აღწევს გაცილებით”.

* * *

„მუსიკა სისხლის, ფოლადისა და ყოველდღიურ საზრუნავისაგან თავდასაღწევად – დიდებული თავშესაფარია, რადგან სუსტი, ფრიად მგრძნობიარე და ამაღლებული სულის ადამიანები მძიმე, უხეშ ამქვეყნიურ ყოფას გაურბიან და რიტმისა და ხმოვანების ზემგრძნობიარე სამყაროს ირჩევენ”…

* * *

„როდესაც ადამიანს ყოველივესა და ყველაფრის საწინააღმდეგო მსჯელობა ესმის, არავითარი რწმენა აღარ გააჩნია და მეტად დაეჭვებულია”.

* * *

„ჭეშმარიტება ის არის, რაც ცხოვრებაში თავის თავს ამართლებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – სიტყვები, სიტყვები, სიტყვები! რა ბევრი და აურაცხელი ყოფილა ისინი ამქვეყნად!”

* * *

„ადამიანთა მიერ შექმნილი ფილოსოფია, ისევე როგორც რელიგია, სრულიად ისეთივეა, როგორც თვით მისი შემოქმედი ადამიანი. მასში ხომ შემოქმედის საკუთარი სახე და სურვილებია გაცხადებული”.

* * *

„იყავით გულწრფელნი და იქადაგეთ მხოლოდ ის, რაც იცით, ან რაც გწამთ”.

* * *

„ – ოჰ, ქალები. – ეს უწმინდესი თემაა!”

* * *

„მამაკაცი ზარმაცი და უხეშია. მას არ უყვარს, როდესაც თავს აბეზრებენ და მოთმინებიდან გამოჰყავთ. მას სიმშვიდე და დასვენება უყვარს. მას შემდეგ კი, რაც ადამიანთა მოდგმა არსებობს, ერთთავად მოუსვენარ, ნერვულ, გამაღიზიანებელ, ისტერიულ თანამგზავრთანაა დაკავშირებული და ამ თანამგზავრის სახელი, როგორც კარგად მოგეხსენებათ, ქალი გახლავთ. თანამგზავრი უცნაური ხასიათის პატრონია. ათასგვარი გუნებაგანწყობა, ცრემლი, განაწყენება, პატივმოყვარული სურვილები, დაუოკებელი მშფოთვარება და აბსოლუტური მორალური უპასუხისმგებლობა და მაინც, მამაკაცს მისი იავარქმნა არ ძალუძდა და არც ძალუძს. ქალი მისთვის გარდუვალი აუცილებლობა გახლავთ, თუმც ცხოვრებას უწამლავდა”. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>