ამონარიდები ვლადიმერ ასლამაზაშვილის მოთხრობიდან – „გუგრუცანა”
„ნადირ-ფრინველის გამრავლების დროს, ნაღდი მონადირე თოფს როგორ აიღებს ხელში!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თურმე რა ცოტა რამეა საჭირო, რომ შენს ირგვლივ სასიამოვნო სიმყუდროვე შექმნა”.
* * *
„როგორც ავადმყოფ ადამიანს ვერ გადააგდებ, ისეა პირუტყვიც, მაგასაც მიხედვა უნდა”.
* * *
„უსაქმური, ალოღლეტია კაცი არავის ეპიტნავება”.
* * *
„რა კარგია, ვინმე რომ გიყვარს, ან ვინმეს რომ უყვარხარ, მაგაზე დიდი ბედნიერება, ასე მგონია, სხვა არფერი არსებობს ადამიანისთვის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„წუნიაობა – „არ მინდა, არ მინდა” – ბევრს რომ ხედავ, იმან იცის, უმადობაც იმან იცის”.
* * *
„პატარა მგლის ლეკვიც ლამაზია”.
* * *
„ – ბებია ცომიანი ხელის ნაბანს არასოდეს არ ღვრიდა. ნაბანი რომ დაღვარო, პურის მადლი გაგიწყრებაო. წაიღებდა და ძროხას დაალევინებდა, ან ქათმებს ჭურჭელში ჩაუსხამდა. ეს ალბათ პურისადმი პატივისცემამ და სიყვარულმა ასწავლა. მოდი, ჩვენც დავიცვათ ძველი ადათ-წესები. რაც მამაპაპურია და კარგია, რატომ უნდა დავივიწყოთ?”
* * *
„თოფს ტყუილუბრალოდ ნუ აიღებ ხელში, მაგას ხუმრობა და თამაში არ უყვარს”.
* * *
„ – ეე, ბალღო, მგელი მგლობას რომ არ მოიშლის, არ იცი?” – (ავტორი გენია.ჯი)