ამონარიდები გავრილ ტროეპოლსკის მოთხრობიდან – „თეთრი ბიმი, შავი ყური”
„სამუდამოდ წავიდა. დაიკარგა. ეს საშინელებაა. თავზარდამცემად მძიმე ასატანია; სამუდამო განშორება იგივეა, რაც ცოცხალი ადამიანის დამარხვა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საოცარია, როგორ არის ხოლმე მართალი ორთავ მხარე, როცა ერთი სანახევროდ მართალს ამბობს, მეორემ კი არ იცის ამ სიმართლის მეორე ნახევარი”.
* * *
„არ არსებობს კაცი, რომელსაც გაეგონოს, როგორ კვდება ძაღლი. ძაღლები უხმოდ იხოცებიან”.
* * *
„ყველაფერი ბედია!”
* * *
„ასეთია ძაღლის წესი – ის ყოველთვის კარგად იმახსოვრებს უკან დასაბრუნებელ გზას. საუკუნეების მანძილზე ადამიანებმა მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც დაკარგეს ეს ინსტიქტი, რაც ძალიან სამწუხაროა: უკან დასაბრუნებელი გზის დახსომება მეტად სასარგებლოა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ერთადერთი სულიერი, რომელიც მგელსა სძულს – შენა ხარ, ადამიანო. დედამიწაზე დადიან უკანასკნელი მგლები და შენ ხოცავ ტყისა და მინდვრის ამ თავისუფლებისმოყვარე სანიტრებს, რომლებიც ასუფთავებენ მიწას სიბინძურისაგან, ლეშისა და ავადმყოფობისაგან, და ისე აწესრიგებენ ცხოვრებას, რომ მხოლოდ ჯანსაღი შთამომავლობა დარჩეს. დადიან უკანასკნელი მგლები… დადიან იმისათვის, რომ მოსპონ ქეციანი მელიები, რათა სხვებს ააშორონ გადამდები სნეულებანი: დადიან იმისათვის, რომ ექინოკინით დაუძლურებულმა კურდღლებმა ტყესა და მინდორში არ გაავრცელონ ეს ავადმყოფობა და სუსტი და ბიწიერი შთამომავლობა არ გააჩინონ”.
* * *
„პატარა ადამიანები (ბავშვები) ყველანი კარგები არიან, დიდები კი – სხვადასხვაგვარნი – მათ შორის ცუდებიც გვხვდებიან. მას, რა თქმა უნდა, არ შეეძლო სცოდნოდა, რომ პატარა ადამიანები შემდეგში დიდები ხდებიან და თანაც სხვადასხვაგვარნი. მაგრამ რა ძაღლის საქმეა იმაზე ფიქრი, თუ რატომ გამოდიან შემდეგში პატარა ადამიანებიდან დიდი ცუდი ადამიანები”.
* * *
„ქვეყნიერებაზე იმედის ერთი ნაპერწკალი მაინც თუ არ დარჩა, ადამიანს სასოწარკვეთილება მოკლავს”.
* * *
„მზის ჩასვლის სილამაზის შეგრძნება ყველას როდი შეუძლია”.
* * *
„სიცოცხლე ხელახლა იწყება. გაზაფხულია”. – (ავტორი გენია.ჯი)